strings.skip_to_content

ჯუთა ყაზბეგის ერთ–ერთი უნიკალური სოფელია, რომელიც ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ალპური ზონისთვის დამახასიათებელ მცენარეებსა და თოვლიან კავკასიონის ქედს. ჯუთა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი მოლაშქრეების ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ულამაზეს ხედებთან ერთად, გასაოცარი ჩანჩქერებითა და ჭაუხებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

ჯუთა ყაზბეგიდან 20 კმ–ით არის დაშორებული. ჯუთაში მოსახვედრად, ყაზბეგიდან სამხრეთით მდებარე სოფელ აჩხოტს უნდა ეწვიოთ, საიდანაც ჯუთა 15 კმ–ითაა დაშორებული. საუკეთესო გზაა, ისარგებლოთ კერძო ავტომობილით, რადგან ამ მარშრუტზე არაა დანიშნული სპეციალური მიკროავტობუსები.

თბილისიდან ჯუთა 4 საათის სავალი გზითაა დაშორებული. პირდაპირი მარშრუტისთვის არაა დანიშნული მიკროავტობუსები. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი–ყაზბეგის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით და ყაზბეგიდან ტაქსით განაგრძოთ გზა ჯუთამდე.

თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით, მიკროავტობუსები ყოველდღიურად, დიდუბის ავტოსადგურიდან გადის. ყაზბეგში მოსახვედრად, დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ, ყაზბეგიდან ჯუთამდე კი 1 საათი.

სოფელი ჯუთა მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, სადაც სახლები ხევის კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზეა განლაგებული. გასაოცარი რელიეფის მქონე ეს პატარა სოფელი, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯუთა ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს, ის მჭიდროდ დასახლებული არაა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სოფელი ძირითადად არაბულების გვარის შთამომავლებითაა დასახლებული და ჯამში იქ 20–მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, თუ ეძებთ სიმშვიდეს და ამასთან ერთად, გიყვართ ლაშქრობა, ჯუთა ერთ–ერთი იდეალური ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ.

ხევისთვის დამახასიათებელ არქიტექტურასთან ერთად, შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ჩანჩქერი, მდინარე სნოსწყალი, გასაოცარი წყალვარდნილები და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა – ჭიუხის მასივი. ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ჯუთას მონახულება, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში შეგიძლიათ, თუმცა საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობისა და ზვავსაშიში პერიოდის გამო, უმჯობესია ჯუთას ივნისი–ოქტომბრის პერიოდში ესტურმოთ.

ამ დროს მზიანი და მშრალი ამინდებია, წყალი კი თბილი. გადაადგილებაც ბევრად მარტივია ხოლო ჯუთასთვის დამახასიათებელი ფლორა ყვავილობის პერიოდშია და ამ დროს სოფელი განსაკუთრებულად ლამაზია. ივლისის ბოლოს, კი ასევე შეგიძლიათ ათენგენობის დღესასწაულს დაესწროთ, სადაც მოინახულებთ ხევსურულ სალოცავებს და დააგემოვნებთ უგემრიელეს მთის კერძებს.

ჯუთა კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ყაზბეგიდან 20 კმ–ით არის დაშორებული და ტერიტორიულად, მდინარე სნოსწყლის ხეობასაც მოიცავს. ეს ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ზონაა საქართველოში, რომელიც გეოგრაფიულად ალპურ–ზომიერ სარტყელში ექცევა.

შესაბამისად, ზაფხულობით ჯუთაში ზომიერად თბილა და წყალიც არ არის ძალიან ცივი, ხოლო ზამთარში არის დაბალი ტემპერატურა და ყინვა. რადგან სოფელი კავკასიონის მთებს შორისაა მოქცეული, ზამთარში ჯუთა ზვავსაშიში ადგილია.

რა ვნახოთ ჯუთაში?

ჯუთაში მოგზაურობისას ერთდროულად შეძლებთ ისიამოვნოთ როგორც ალპური ბუნებით, ასევე ჩრდილოეთ საქართველოს და ხევის უძველესი ისტორიით. თუმცა, ჯუთა უფრო პოპულარული, მაინც გასაოცარი ტბების, ჩანჩქერებისა და კავკასიონის ქედის გამოა. მათ შორის გამორჩეულია აბუდელაურის და ჯუთას ტბები. ასევე მოლაშქრეები ხშირად სტუმრობენ ჯუთას ჩანჩქერს. აქ ტურისტები ხშირად ბანაკდებიან, და უმეტესად ფეხით გადაადგილდებიან. კავკასიონის ქედთან ერთად, უნიკალურ სანახაობას ქმნის ჯუთას ცნობილი ჭიუხის უღელტეხილი რომლის მთებიც უჩვეულოდ დაკბილული ფორმებით გამოირჩევა. ზაფხულში ჯუთას მთები სრულიად დაფარულია სიმწვანით, ხოლო ზამთარში თოვლით.

ჯუთასთვის დამახასიათებელ არქიტექტურასთან ერთად, ხევის კულტურას ხალხური ღონისძიებებითა და ათენგენობის დღესასწაულით კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ. ამასთან შეძლებთ ქართული სტუმართმასპინძლობითაც ისიამოვნოთ.

ჭაუხის უღელტეხილი

ჭაუხის უღელტეხილი ჯუთასთან მდებარე, საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი უღელტეხილია, რომლის სიმაღლე 3338 მეტრია. ჭაუხის უღელტეხილი რამდენიმე მდინარეს აერთიანებს, მათ შორის ჯუთისწყალს და აბდელაურის ხეობებს. უღელტეხილი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა. აქ ერთდროულად შეგიძლიათ იხილოთ ალპური მცენარეებით დაფარული მწვანე მთები და კავკასიონის მყინვარები.

აბუდელაურის ტბები

აბდელაურის ტბები ჯუთაში მდებარე უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც მყინვარული წარმოშობისაა. ტბა, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და მოქცეულია, თოვლიან მყინვარებს შორის. ის სწორედ ამ მყინვარებზე არსებული თოვლითა და წვიმის წყლით საზრდოობს. ამავე მიზეზის გამო, ტბებში თევზები არ ბინადრობენ. მდებარეობის გამო, აბუდელაურის ტბები ზამთარში ყინულითაა დაფარული. ეს ტბები ასევე ლურჯი და მწვანე ტბის სახელითაა ცნობილი. მათ წყლის სისუფთავის ფონზე სარკისებული ეფექტი აქვთ, რაც ტბებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

ჯუთას ჩანჩქერი

ჯუთას ჩანჩქერი 10 მეტრის სიმაღლისაა და ყოველწლიურად ასობით ტურისტს იზიდავს. მისი გამორჩეულობა რამდენიმე საფეხურიან ნაკადებშია, რომელიც მთის რელიეფიდანაა გამომდინარე. ჯუთას ჩანჩქერი ჭაუხებთან ახლოს მდებარეობს. ის ასევე ახლოსაა თინას, იგივე ჯუთას ტბასთან. ჩანჩქერის წყლის სისწრაფე საკმაოდ მაღალია, რელიეფურად კი ვიწროა. შესაბამისად, ჩანჩქერს არ გააჩნია საცურაო ადგილი.

ჯუთას ტბა

ჯუთას ტბას ასევე თინას ტბასაც უწოდებენ. ეს არის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე პატარა და ულამაზესი ტბა, რომელიც ჭაუხების ძირში მდებარეობს. აბუდელაურის ტბების მსგავსად, ჯუთას ტბაც მყინვარების თოვლისაგან და წვიმისაგან საზრდოობს. ტბა გაშლილ რელიეფზეა, რაც ტურისტებს ტბასთან ახლოს დაბანაკების საშუალებას აძლევს.

ჭაუხები

ჭაუხები ჯუთას განსაკუთრებული ბუნების ძეგლია, რომელიც მოიცავს ჭაუხის უღელტეხილს, მასთან მდებარე ტბებსა და ჭაუხის მთას, რომლის სიმაღლეც 3688 მეტრია. მთისგან სათავეს მდინარე ბაკურხევი იღებს და გამოირჩევა უნიკალური კლდოვანი ფორმებით, რომელიც მუდმივად თოვლითაა დაფარული. ჭაუხები რამდენიმე მთას მოიცავს. მათ შორისაა ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ჭაუხები.

ყაზბეგის მთა (მყინვარწვერი)

მყინვარწვერი იგივე ყაზბეგის მთა, ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უნიკალური კლდოვანი ფორმებით გამოირჩევა. ის მძინარე ვულკანს წარმოადგენს და მისი სრული სიმაღლე 5054. ყაზბეგის მთას კონუსური ფორმა აქვს და მუდმივად თოვლითაა დაფარული. მყინვარწვერი ალპინისტებისთვის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია.