კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები რაჭაში

საუკეთესო დასასვენებელი ადგილები რაჭაში

15 საუკეთესო სასტუმრო რაჭაში (2024)

  1. ჭიორა ინ - Chiora Inn
    სასტუმრო ჭიორა
    მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის, Chiora Inn იდეალური ადგილია, რათა გაექცეთ ქალაქის ხმაურს და ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით. სასტუმრო მდებარეობს სოფელ ჭიორაში, სადაც ერთიანდება მწვანე, ტყით დაფარული მთები და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები. მოჩუქურთმებული აივნები და ქართული, ტრადიციული ოდის სტილის მქონე სასტუმრო მყუდრო გარემოს გთავაზობთ, რომელიც უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი. ხის გასაოცარი ოთახები, ფერადი ფარდაგები, ნათელი ფერები და ტერასა დასვენებისთვის იდეალურია. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სამ ადგილიანი ნომრები, მთის ხედებითა და აივნებით. ასევე ხელმისაწდვომია ე.წ queen ნომერი. მშვიდ გარემოსთან ერთად, Chiora Inn-ის მასპინძლები გთავაზობენ მყუდრო ქართულ რესტორანს და ბარს, დროის უფრო სასიამოვნოდ გატარებისთვის.
    121 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾160
    დაჯავშნა
  2. მანინო უწერა - Manino Utsera

    Manino Utsera

    სასტუმრო უწერა
    თუ უწერაში დასვენებას გეგმავთ, მაშინ იდეალურია დასასვენებლად აირჩიოთ, Manino Utsera. ეს არის ხუთ ვარსკვლავიანი ცნობილი სასტუმრო, რომელიც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტზე დასვენებას, კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, დახვეწილი ინტერიერი, სერვისების მრავალფეროვნება და გასაოცარი ტყის ხედები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სასტუმროში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მარტო თუ ოჯახთან ერთად, სასიამოვნო დრო გაატაროთ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, Manino Utsera საბავშვო მოედანს და გასართობ ღონისძიებებს გთავაზობთ. სასტუმროში ასევე განთავსებულია შიდა აუზი, უფრო მეტი მხიარულებისთვის და დასვენებისთვის. სასტუმრო კლასიკური სტილის რესტორანში ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. აღსანიშნავია, რომ პრემიუმ კლასის სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებზეც, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
    102 მიმოხილვა 9
    ფასი ₾402
    დაჯავშნა
  3. ჰაერი კოტეჯები უწერაში - HAERI Utsera Cabins
    კოტეჯი უწერა
    თუ ბუნებაში განმარტოება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ დაისვენოთ HAERI • Utsera Cabins • Racha-ში. ეს არის თანამედროვე ტიპის კოტეჯები, სადაც დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი, სასიამოვნო გარემო და რაც მთავარია სიმშვიდე. კურორტ უწერაში მდებარე კოტეჯები სრულიად დაგავიწყებთ ყოველდღიურ რუტინასა და ხმაურს. მწვანე მთებს შორის ვაკეზე განლაგებული კოტეჯები მოწყობილია საძინებლით, მოსასვენებელი და სავახშმო სივრცეებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტერასით, აივნით და რაც მთავარია ულამაზესი ბაღით. კოტეჯის ნომრებში იდეალურადაა თანხვედრაში ქართული კლასიკური ელემენტები და თანამედროვე დიზაინი, რაც განსაკუთრებით მყუდრო გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ HAERI • Utsera Cabins • Racha-ში შესაძლებელია მხოლოდ ერთ საძინებლიანი კოტეჯის ქირაობა, რომელიც 3-4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ეს ადგილი ასევე იდეალურია წყვილებისთვის და მათთვის ვინც მეგობრებთან ბუნებაში დასვენების შესაძლებლობას ეძებს.
    23 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾240
    დაჯავშნა
  4. Krikhi Glamping - კრიხი გლამპინგ
    გლემპინგი პირველი ქუჩა, ქვემო კრიხი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
    გლემპინგის მოყვარულებს, რაჭაში დასვენება Glamping Georgia Krikhi-ში შეგიძლიათ. მყუდრო და უმაღლესი კომფორტით მოწყობილი გლემპინგ კარვები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ქვემო კრიხში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებითა და გასაოცარი ხედებით. ზაფხულსა თუ ზამთარში, Glamping Georgia Krikhi-ში დასვენებით, უნიკალურ და ულამაზეს მოგონებებს დააგროვებთ. აქ განთავსებულ კარვებს ორიგინალური სახელები აქვთ, მათ შორის ჯუნგლები, მოგონება, მეგობრები, სიყვარული და გალაქტიკა. სახელებიდან გამომდინარე ნათელია, კარვის დაქირავება შეგიძლიათ როგორც ორი ადამიანისთვის ასევე ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის, სადაც 2 საძინებელი ერთიანდება და 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. დროის უფრო მხიარულად გატარებისთვის, შეგიძლიათ სასტუმროს ბარს ეწვიოთ, სადაც სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისიც.
    179 მიმოხილვა 9.1
    ფასი ₾220
    დაჯავშნა
  5. Wild Escape Racha
    კოტეჯი ამბროლაურის ქუჩა, ამბროლაური
    თუ გადაწყვეტთ რომ ამბროლაურში დაისვენოთ, მაშინ Wild Escape Racha საუკეთესო არჩევანი იქნება. ეს არის ვილის ტიპის კოტეჯი, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ინფრასტრუქტურით, უმაღლესი დონის კომფორტითა და გასაოცარი ხედებით. ვილა-კოტეჯი მოიცავს ორ საძინებელს, სველ წერტილებს და საერთო მისაღებ სივრცეს. განკუთვნილია 5 ადამიანისთვის. კოტეჯი ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, მთისა და მდინარის გასაოცარი ხედებით დატკბეთ. კოტეჯი სამ სართულიანია და აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით, რათა დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მშვიდი დასვენების მოყვარულებს, შეგიძლიათ ვილის ბაღში ისეირნოთ. ასვეე შეგიძლიათ დაისვენოთ ტერასაზე, მოაწყოთ ბარბექიუ საღამოები და მხიარული განწყობა შექმნათ ბარის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ვილაში ბავშვთა გასართობი მოედანიცაა მოწყობილი. ეს არის იდეალური ადგილი, თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სტუმრობთ რაჭას.
    34 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾313
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო წესი - Hotel Tsesi
    სასტუმრო სოფელი წესი
    მათ ვისაც ქართულ, ტრადიციულ გარემოში დასვენება გიყვართ და ამასთანავე გსურთ, რაჭულ კულტურას უფრო ახლოს გაეცნოთ, იდეალურია თუ დასასვენებლად, Hotel Tsesi-ს აირჩევთ. ეს არის ამბროლაურთან ახლოს მდებარე კლასიკური სასტუმრო, რომელიც ტრადიციული დიზაინითა და ქართული სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა. ქვისა და ხის ინტერიერი, სასტუმროში მყუდრო გარემოს ქმნის, რასაც ულამაზესი ბუნების ხედებიც ემატება. Hotel Tsesi მდინარესთან ახლოს მდებარეობს, რაც იდეალურია თუ რაჭას ზაფხულობით ეწვევით. რაც შეეხება ნომრებს, ისინი კომფორტულადაა მოწყობილი და დიზაინი კლასიკურ თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. სტანდარტულ ნომრებთან ერთად, შესაძლებელია საოჯახო ნომრის არჩევაც, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან სასტუმროში მდებარეობს ბარი და რესტორანი, რომელიც უგემრიელესი და მრავალფეროვანი ქართული მენიუთი გაგიმასპინძლდებათ. უფრო მეტი მხიარულებისთვის შეგიძლიათ სასტუმროს მიერ შემოთავაზებული ლაშქრობისა და საცხენოსნო ტურებით ისარგებლოთ.
    44 მიმოხილვა 8.1
    ფასი ₾186
    დაჯავშნა
  7. ვიუ რაჭა - View Racha
    სასტუმრო თამარ მეფის გამზირი 27, ამბროლაური
    ამბროლაურში სტუმრობისას, კომფორტული და მეგობრული გარემო დაგხვდებათ სასტუმრო View Racha-ში რომელიც სტუმართმასპინძლობითა და მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევა. ეს არის მყუდრო და ამასთან ფერადი სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ ორ ადგილიანი ნომრები და საოჯახო ოთახები, ოთხი ადამიანისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ხელმისაწვდომია ბევრი დამატებითი სერვისი, როგორიცაა მასტერკლასი ადგილობრივ სამზარეულოში, სპეციალური ტური რაჭული კულტურის უკეთ გასაცნობად, სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები, ფილმის საღამოები, კარაოკე და სათამაშო ოთახი. თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ, განსაკუთრებით კი ბავშვებთან ერთად, სასტუმრო გთავაზობთ ბადმინტონის აღჭურვილობას, სათამაშო მოედანს და სპეციალურ გასართობ ღონისძიებებს ბავშვთა ჯგუფისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი, ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის, რათა დრო მხიარულად გაატაროს.
    68 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾140
    დაჯავშნა
  8. ბელვედერი - Belvedere
    სასტუმრო ნიკოლოზ ბარათაშვილის 16ა, ამბროლაური
    ამბროლაურში მდებარე სასტუმრო Belvedere იდეალურია თუ დასვენებისას თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმყუდროვე და ოჯახური გარემო. აქ დაგხვდებათ მშვიდი გარემო კომფორტული პირობებით და მეგობრული პერსონალით. სასტუმროს გამორჩეულობა არა მარტო კომფორტში არამედ ულამაზეს ხედებშია. Hotel Belvedere-ში ისიამოვნებთ ულამაზესი მთისა და ბაღის ხედით. სასტუმრო განსაკუთრებით ლამაზი ზამთარში და გაზაფხულზეა. აყვავილებული ბაღი იდეალურ ადგილს ქმნის სასეირნოდ, ხოლო თოვლით დაფარული მთები და ხის ინტერიერი მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, რაც იდეალურია დღესასწაულების გასატარებლად. სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო ნომრები. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჯანსაღი, უგემრიელესი საუზმე და სასიამოვნო დრო გაატაროთ, Hotel Belvedere-ს ბარში.
    5 მიმოხილვა 7.6
    ფასი ₾150
    დაჯავშნა
  9. საოჯახო სასტუმრო თარიპირი - Guest house Taripiri
    კოტეჯი რუსთაველის 36, ამბროლაური
    მათ ვისაც განმარტოებით, სამეგობროსთან ან ოჯახთან ერთად სურს დასვენება, შეუძლიათ ამბროლაურში მდებარე სასტუმრო Taripiri აირჩიონ, სადაც სრულიად სახლის ქირაობაა შესაძლებელი. ეს არის კომფორტული, ორ საძინებლიანი სახლი, მოსასვენებელი სივრცეებით, ულამაზესი ბაღითა და ყველა საჭირო ინვენტარით, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. არდადეგების სახლი – ასე ეწოდება სასტუმროს მიერ შემოთავაზებულ ნომერს, რომელიც უზრუნველყოფილია უმაღლესი დონის კომფორტით, მათ შორის პლაზმური ტელევიზორით, ინტერნეტით, გაგრილებისა და გათბობის სისტემებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით და სამზარეულოთი, სადაც ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ. მხიარული საღამოებისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სასტუმროს ტერასა და ბაღი, რომელიც შესაბამისი ავეჯითაა მოწყობილი. აქ ყველა საჭირო პირობაა იმისთვის რომ სასიამოვნო დრო გაატაროთ. სასტუმროსთან ახლოს რამდენიმე კაფე-ბარი და პარკია, რაც ამბროლაურის დასათვალიერებლად იდეალური მდებარეობაა.
    35 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾127
    დაჯავშნა
  10. სად მელის მარანი - Sad Meli Winery
    სასტუმრო სოფელი სადმელი
    რაჭული ღვინო განთქმულია უნიკალური გემოვნური თვისებებით. თუ რაჭაში თქვენი ვიზიტის მიზანი გასტრონომიული ტურია, მაშინ ამისთვის იდეალურია Sadmeli Winery. ეს არის სასტუმრო სადაც შეგეძლებათ უნიკალური გამოცდილების მიღება და რაჭული ღვინისა თუ სამზარეულოს ახლოს გაცნობა. ქართული ტრადიციული მეღვინეობა, კომფორტული სასტუმროს ნომრებით, ულამაზესი ტერასითა და ხედებით, სოფელ სადმელში მდებარეობს, რომელიც ცნობილია ღვინის წარმოებითა და მევენახეობით. აქ დაგხვდებათ უნიკალური, დახვეწილი და სასიამოვნო გარემო. შეგიძლიათ აირჩიოთ მცირე ოთახები ან საოჯახო ნომრები სამი ადამიანისთვის. ხის ულამაზესი ნომრებიდან გასაოცარი ხედები იშლება. მთავარი გამორჩეულობა კი ჯანსაღ მენიუსა და სასტუმროს მარნიდან ამოღებულ ღვინოშია. ღია ტერასაზე და ბაღში, მზის ჩასვლასთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ღვინო და იქვე, მომზადებული ადგილობრივი კერძებით ისიამოვნოთ.
    30 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾76
    დაჯავშნა
  11. შალე პანორამა - Chalet Panorama
    ვილა სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
    ტრადიციული რაჭული ოდა, ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია. თუ გსურთ მიიღოთ გამოცდილება, თუ როგორია ოდაში დასვენება, ამის შესაძლებლობას, ცნობილი სასტუმრო CHALET PANORAMA NIKORTSMINDA გაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ვიზიტორებს რამდენიმე თვეა იღებს, უკვე დადებითი რეპუტაციით სარგებლობს მოგზაურებში. ტრადიციულ ოდაში გახსნილი ვილა-სასტუმრო სამი საძინებლისგან შედგება და განკუთვნილია 7 ადამიანსითვის. საძინებლებთან ერთად, სახლი მოიცავს მოსასვენებელ სივრცეებს, ულამაზეს მოჩუქურთმებულ აივანს, ინდივიდუალურ სველ წერტილებს, სამზარეულოს და გარე მოსასვენებელ სივრცეებს, ბავშვთა გასართობ მოედანთან ერთად. ვილის თითოეული ნომერი უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დროის სასიამოვნო გატარებას, შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, დაისვენოთ ტერასაზე და ისიამოვნოთ ულამაზესი მთის ხედებით.
    8 მიმოხილვა 8.8
    ფასი ₾550
    დაჯავშნა
  12. სასტუმრო შაორი - Hotel Shaori
    სასტუმრო სოფელი ნიკორწმინდა
    shaori ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო, სოფელ ნიკორწმინდაში, რომელიც მომხმარებლების დადებთ შეფასებებს წლებია იმსახურებს. აქ ისიამოვნებთ კომფორტული პირობებით, მეგობრული პერსონალითა და მრავალფეროვანი სერვისებით. სასტუმრო იდეალურია როგორც მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის ვინც მხიარულებას და თავგადასავლებს ეძებს. სასტუმრო shaori-ში შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები ორი ადამიანისთვის, ან საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. თანამედროვე და კლასიკური სტილის ნომრები ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. რაც შეეხება დამატებით სერვისებს, შეგიძლიათ იცურაოთ სასტუმროს ღია აუზში, ბავშვები ათამაშოთ სათამაშო მოედანზე, დაისვენოთ ღია ტიპის რესტორანში, დააგემოვნოთ უგემრიელესი მენიუ და მხიარული საღამო გაატაროთ ბარში, სასიამოვნო მუსიკასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ შაორის ტბასთან მდებარე სასტუმროს კერძო სანაპირო ზოლი აქვს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და შაორის ტბის სილამაზით ისიამოვნოთ.
    34 მიმოხილვა 8.2
    ფასი ₾225
    დაჯავშნა
  13. კოტეჯი ტვიში - Cottage Tvishi
    კოტეჯი სოფელი ტვიში
    Cottage Tvishi იდეალურია თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ. რაჭის ულამაზეს სოფელ ტვიშში, ხვამლის მთასთან მდებარე კოტეჯები, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს მქონეა და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ნებისმიერ სეზონზე, განსაკუთრებით, კი ზამთარში. აქ არის ერთსაძინებლიანი კოტეჯები, რომლებიც ასევე მოიცავს დიდ მოსასვენებელ სივრცეს, ტერასას და კერძო სველ წერტილებს. კოტეჯები 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. თითოეული კოტეჯი სრულად არის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი, რომ სრულყოფილად შეძლოთ დასვენება. საღამოების სასიამოვნოდ გასატარებლად შეგიძლიათ პიკნიკისთვის გამოყოფილი სივრცეებით ისარგებლოთ, დაანთოთ გარე ბუხარი, მოაწყოთ ბარბექიუ საღამო ან უბრალოდ ისიამოვნოთ მთის უნიკალური ხედებით. Cottage Tvishi ასევე გთავაზობთ საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს. ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური სერვისი თევზაობის მოყვარულთათვის.
    31 მიმოხილვა 9.5
    ფასი ₾150
    დაჯავშნა
  14. კემპინგი აღვი - Aghvi Camping
    კემპინგი სოფელი აღვი
    რაჭული სტუმართმოყვარეობის გამოცდილების მისაღებად და ამასთან ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, იდეალურია თუ aghvi eco camping სასტუმროს აირჩევთ. ეს არის ცნობილი ადგილი, რომელსაც კემპინგის მოყვარულები ხშირად სტუმრობენ. ხელმისაწვდომია მხოლოდ ორადგილიანი კარვები. სასტუმროს მთავარი გამორჩეულობა ძალიან კარგ მდებარეობასა და გულთბილ მასპინძლობაშია. ხის, დაწნული მოსასვენებელი სივრცეები, უგემრიელესი ადგილობრივი კერძები და სხვადასხვა ტიპის მხიარული ღონისძიებები, aghvi eco camping-ში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. სასტუმროსთან ახლოს ასევე მდებარეობს მდინარე, რაც იდეალურია თუ რაჭას ზაფხულობით სტუმრობთ. საღამოობით აქ ხშირად ეწყობა ბარბექიუ საღამოები, პიკნიკი, ინთება კოცონი და სხვა. ეს იდეალურია როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის ვინც რაჭას სამეგობროსთან ერთად სტუმრობს.
    მიმოხილვა
    ფასი ₾36
    დაჯავშნა
  15. Hotel JorJInn
    სასტუმრო სოფელი სასაში
    ეს სასტუმრო სასიამოვნო გარემოთი და უმაღლესი დონის კომფორტით გამოირჩევა. ფერადი და თანამედროვე დიზაინი, ქართული ტრადიციული ელემენტები, ნომრების ფართო არჩევანი მათთვის ვინც ოჯახთან და ჯგუფთან ერთად მოგზაურობს და ულამაზესი ხედები ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც, სასტუმრო JorJ’Inn დადებით შეფასებებს ხშირად იმსახურებს. სასტუმროში სტანდარტულ ნომრებთან ერთად, ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი, მთის ხედებით. ჯგუფური მოგზაურობისთვის კი შესაძლებელია ცალკე სახლის ქირაობა, რომელიც 5 საძინებლისგან შედგება და 12-16 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. საძინებლებში განთავსებულია ორსართულიანი საწოლებიც. გასართობად, შეგიძლიათ ბაღში ბარბექიუ საღამო მოაწყოთ, ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები და დააგემოვნოთ უგემრიელესი მენიუ, სადაც ვეგეტარიანული კერძებიცაა გათვალისწინებული.
    18 მიმოხილვა 9.8
    ფასი ₾430
    დაჯავშნა

რაჭაში დასვენება

რაჭა საქართველოს პატარა, თუმცა სილამაზითა და კულტურით გამორჩეული კუთხეა. ის ასოცირდება სიმყუდროვესთან, ულამაზეს ტყეებთან და უნიკალურ ისტორიულ ძეგლებთან. ცალკე ღირსშესანიშნაობაა შემოდგომის რაჭა. თუ გინდათ რომ ისიამოვნოთ შემოდგომის სიფერადით და სიმყუდროვით, აუცილებლად რაჭას უნდა ესტუმროთ. რაჭა ასევე ცნობილია კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტებით. თუმცა დღეს, მოგზაურებში განთქმულია უფრო მეტად, უნიკალური სალაშქრო ადგილებით, სამზარეულოთი და გასაოცარი ღვინით.

ნებისმიერ სეზონზე, რაჭა ტურისტულად პოპულარული დანიშნულებაა. შესაბამისად, აქ სასტუმროების, რესტორნებისა თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ფართო არჩევანია, რომლებიც წლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. რაჭაში ძალიან პოპულარულია ეკო-სასტუმროები, გლემპინგ კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები, სადაც იდეალურად გაიცნობთ რაჭის ნამდვილ კულტურას და რაჭველების განთქმულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ რაჭაში?

რაჭა იდეალურია მათთვის ვისაც ქალაქის ხმაურიდან შორს, სიმშვიდეში სურს დასვენება და ასევე მათთვის ვინც ახალ თავგადასავლებს ეძებს. რაჭა მრავალფეროვანია და ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარი გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ცნობილია კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები – შოვი და უწერა, თავისი უნიკალური ბუნებით. აქ მოგზაურები ხშირად სტუმრობენ უძირო ტბას, სტალინის სახლს, სასვანოს ტბებს ან ლაშქრობენ ბუბას მყინვარზე რაჭაში ბევრი ულამაზესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის ცნობილი ნიკორწმინდისა და ბარაკონის ტაძრები, ცხრაჯვარის სამლოცველო, მრავალძალის ეკლესია და ძალიან საინტერესო ნივთებით სავსე ონის მუზეუმი, რომელიც რაჭაზე ბევრ უცნობ ფაქტს მოგიყვებათ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები რაჭაში?

რაჭის სასტუროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 100-150 ლარიდან იწყება, თუმცა თუ კოტეჯის დაქირავება გსურთ, ფასები 350 ლარიდან იწყება.

რომელია რაჭის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია: shaori, Sadmeli Winery, Glamping Georgia Krikhi და Manino Utsera.

რაჭის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული კერძების დაგემოვნება რაჭის თითქმის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი, მათ შორის სასტუმროებში: chiora inn, Hotel Tsesi და Sadmeli Winery.

რაჭის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის იდეალურია Wild Escape Racha, Manino Utsera და View Racha.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო რაჭაში?

პრემიუმ კლასის სასტუმროა, Manino Utsera.

რომელია რაჭაში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია: HAERI • Utsera Cabins • Racha და Glamping Georgia Krikhi.

რა ღირს სასტუმროები რაჭაში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას რაჭის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 150-200 ლარიდან იწყება.

რაჭის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს, Cottage Tvishi, chiora inn, HAERI • Utsera Cabins • Racha, Wild Escape Racha დ Taripiri.

რაჭის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

რაჭის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

რაჭის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზით სარგებლობა სასტუმროებში Manino Utsera და shaori შეგიძლიათ.

რომელ სასტუმროებს აქვთ რაჭაში ოთახები არამწეველთათვის?

რაჭის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი

რაჭის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

რაჭის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

რაჭის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

სასტუმროებში Hotel Tsesi და Cottage Tvishi შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებით.

რაჭის რომელ სასტუმროები მდებარეობს შაორთან ახლოს?

შაორის ტბასთან ყველაზე ახლო სასტუმროა shaori.

რაჭის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

რაჭის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი მათ შორის სასტუმროებს, Manino Utsera და Glamping Georgia Krikhi.