კონტენტზე გადასვლა

იპოვეთ სასტუმროები კვარიათში

8 სასტუმრო კვარიათში (2024)

  1. სასტუმრო შავი-ზღვა კვარიათი - Black Sea hotel kvariati
    სასტუმრო ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი, 78
    მათ ვისაც სადა დიზაინი და ზღვის ფერები იზიდავთ, აუცილებლად მოეწონებათ დასვენება black sea hotel-ში. ეს არის კვარიათის ცნობილ სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმრო, რომლის მთავარი უნიკალური თვისება, ზღვის პანორამულ ხედებშია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ნომრის დიზაინი ზღვის ფერებთან შესაბამისობაშია და ძალიან მშვიდ, ზაფხულისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ ნომრებს, თითოეული ოთახი კომფორტულად არის მოწყობილი, ყველა საჭირო ინვენტარითა და ნივთით. აქ შეგიძლიათ დაიქირაოთ სტანდარტული ნომრები და საოჯახო ოთახები, სადაც 5-დან 7 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროს აქვს პირადი სანაპირო, რომელიც სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზეა black sea hotel-დან. დამატებით, მასპინძლები უგემრიელესი ქართული და აჭარული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან. საღამო კი პანორამული ხედების ფონზე, მხიარულ ბარში შეგიძლიათ გაატაროთ, ბევრი მუსიკითა და უგემრიელესი მენიუთი.
    232 მიმოხილვა 8.7
    ფასი ₾200
    დაჯავშნა
  2. სასტუმრო ჰილს კვარიათი - Hotel Hills Kvariati
    სასტუმრო ლაზის ქუჩა 43
    ეს არის მყუდრო სასტუმრო, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ეგზოტიკურ ზღვის ხედებთან ერთად, ასევე გასიამოვნებთ ულამაზესი მთის ხედებით, რომელიც სავსეა გასაოცარი ტროპიკული მცენარეებითა და ხეებით. შესაბამისად, გიყვართ ზღვა თუ ტროპიკული გარემო, hotel hills kvariati-ში დასვენებით, ერთდროულად შეძლებთ ამ გამოცდილების მიღებას. სასტუმროში ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ზღვისა და მის ხედებით, სტანდარტული ნომერი, საოჯახო და Luxury ნომერი, რომელიც განსაკუთრებული დიზაინითა და უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი. hotel hills kvariati ვიზიტორებს ქართულ რესტორანში უმასპინძლდება, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ. მხიარული საღამოებისთვის, შეგიძლიათ ბარს ესტუმროთ ან გარე საცურაო აუზში დაისვენოთ. სასტუმრო ასევე უგზრუნველყოფთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისით.
    69 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾420
    დაჯავშნა
  3. სასტუმრო კასა დელ მარ - Casa Del Mar
    სასტუმრო სიმონ კანანელის 72
    თუ კვარიათში ოჯახთან ერთად დასვენებას გადაწყვეტთ, მაშინ ამისთვის იდეალური არჩევანი იქნება სასტუმრო casa del mar. ეს არის თანამედროვე და უჩვეულო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო რომელიც კვარიათის პლიაჟთან ახლოს მდებარეობს. ულამაზეს, პანორამულ ზღვის ხედებთან ერთად, სასტუმრო გთავაზობთ საოჯახო ნომრების სხვადასხვა კატეგორიებს, სადაც სამიდან ექვს ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი თანამედროვე დიზაინითაა მოწყობილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით. სასტუმრო ახლოს მდებარეობს სანაპიროსთან, შესაბამისად, ზღვაში ცურვის და გარუჯვის მოყვარულებს შეგიძლიათ მარტივად აისრულოთ სურვილი. თუ უფრო მეტად აუზის მოყვარული ხართ, ან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, შეგიძლიათ casa del mar-ის ღია აუზით ისარგებლოთ.
    38 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾169
    დაჯავშნა
  4. Era Palace - ერა პალას

    Era palace kvariati

    სასტუმრო კვარიათი
    თუ დახვეწილი და კლასიკური დიზაინი გიზიდავთ, აუცილებლად ისიამოვნებთ თუ კვარიათში დასვენებისას, არჩევანს era palace kvariati-ზე გააკეთებთ. ეს არის ცნობილი სასტუმრო, რომელიც სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა კომფორტული ნომრებით, მეგობრული პერსონალითა და მრავალფეროვანი სერვისით, რაც თქვენს დასვენებას კვარიათში, კიდევ უფრო მხიარულს გახდის. ელეგანტური დიზაინით მოწყობილი ნომრები era palace kvariati-ში შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც სტანდარტული კატეგორიიდან, ასევე ოჯახისთვის, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველა ნომრიდან გასაოცარი ზღვის ხედები იშლება. დილაობით შეგიძლიათ სასტუმროს უგემრიელესი მენიუ დააგემოვნოთ, საღამოს კი ბარში გაერთოთ. აღსანიშნავია, რომ era palace kvariati-ს კერძო პლიაჟი აქვს კვარიათის სანაპიროზე, მაგრამ თუ ქვიანი პლიაჟი დიდად არ მოგწონთ, სასტუმროში ორი ღია ტიპის აუზია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მზეზე გაირუჯოთ.
    89 მიმოხილვა 7.7
    ფასი ₾200
    დაჯავშნა
  5. პანორამა კვარიათი - Panorama kvariati
    სასტუმრო ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი, მე-9 ჩიხი
    თუ თქვენთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და კომფორტი დასვენებისას პრიორიტეტულია, მაშინ კვარიათში დასვენებისას, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო panorama kvariati. ეს არის კვარიათის ცნობილი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით, უნიკალური ხედებითა და უმაღლესი დონის მომსახურებით გამოირჩევა. panorama kvariati-ის ნომრები კლასიკურ და მდიდრულ სტილშია მოწყობილი, რაც უფრო სასიამოვნო გარემოს ქმნის. აქ შესაძლებელია იქირაოთ სტუდიოს ტიპის აპარტამენტი ზღვის ხედით, რომელიც 2 ადამიანზეა განკუთვნილი. ასევე ერთ საძინებლიანი ნომერი, სამი ადამიანისთვის და საოჯახო ნომერი 4 ადამიანისთვის, სადაც ორი საძინებელია განთავსებული. დამატებით სასტუმრო კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეებსა და ბარ-რესტორანს გთავაზობთ, სადაც უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ პროფესიონალი შეფ-მზარეულები. ზღვის დაღლილობას სპა ცენტრში შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, სადაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებიცაა ხელმისაწვდომი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია აუზით, ან იქვე სანაპიროზე ჩაისეირნოთ და ზღვაში იცურაოთ.
    261 მიმოხილვა 7.6
    ფასი ₾203
    დაჯავშნა
  6. ვილა დელუქს კვარიათი - Villa Deluxe Kvariati
    სახლი იოანე ლაზი, კვარიათი
    თუ კვარიათში მშვიდად დასვენება გსურთ, მაშინ ამისთვის იდეალურია აირჩიოთ villa deluxe. ადგილი ასევე იდალურია მათთვის, ვისაც ზღვასთან ერთად მთაში სურს დასვენება. ვილა სასტუმრო განსაკუთრებით მოეწონებათ მათ ვინც ოჯახთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად სტუმრობს კვარიათს, რადგან აქ ნომრები 10-ზე მეტი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ყველა საჭირო პირობაა იდეალური დასვენებისთვის. villa deluxe-ზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო სტუდიოს ტიპის ნომერი, იდეალური წყვილებისთვის, საოჯახო ნომრები აივნით, ტერასით ან ზღვის ხედით, რომლებიც 4-5 ადამიანზეა გათვლილი, ან იქირაოთ კერძო ვილა. მასში განლაგებულია 9 საძინებელი, სადაც 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ვილას თან მოჰყვება კერძო აუზი და გასაოცარი მთისა და ზღვის ხედები. ვილაში კვება შეგიძლიათ უზრუნველყოთ თავად ან ისიამოვნოთ მასპინძლების მიერ შემოთავაზებული უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუთი.
    28 მიმოხილვა 9.9
    ფასი ₾235
    დაჯავშნა
  7. სასტუმრო ნეპტუნი - Hotel Neptun
    სასტუმრო ანდრია პირველწოდებულის 90
    თუ გსურთ რომ კვარიათში მხიარულად დაისვენოთ, მაშინ გართობის უამრავ საშუალებას ცნობილ სასტუმრო neptun kvariati-ში იპოვით. სასტუმროს დიზაინი თუ სერვისები სრულიად იზიარებს ზაფხულის რიტმს, სიფერადესა და მხიარულებას, რაც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. hotel neptun kvariati ვიზიტორებს სთავაზობს კომფორტულ და თანამედორვე დიზაინით მოწყობილ ნომრებს, საიდანაც ზღვის პანორამული ხედები იშლება. ასევე დიდი უპირატესობაა ის, რომ შეგიძლიათ რამდენიმე ტიპის საოჯახო ნომრის ქირაობა, რომლებიც 4-6 ადამიანისვისაა გათვლილი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ზღვის ან აუზის ხედით. გართობისთვის კი სასტუმროს ღია ბარით ისარგებლოთ, სადაც ზაფხულობით უამრავი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ტარდება. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი სერვისები სპა ცენტრში, ზღვასთან ერთად დაისვენოთ აუზზე და ისიამოვნოთ ქართული და ევროპული კერძებით, hotel neptun kvariati-ის რესტორანში.
    75 მიმოხილვა 8.3
    ფასი ₾323
    დაჯავშნა
  8. ლიც რეზორტი - Litz Resort

    Litz resort

    298 კვარიათი
    თუ გსურთ რომ კვარიათში დასვენებისას უნიკალური თავგადასავლები და გართობა გამოსცადოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიოთ პრემიუმ კლასის სასტუმრო litz resort. ეს არის იდეალური ადგილი თუ მეგობრებთან ან ოჯახთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ კვარიათში. აქ გართობის უამრავი საშუალება დაგხვდებათ. უნიკალური დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო სავსეა ფერადი მოსასვენებელი სივრცეებითა და მრავალფეროვანი სერვისებით. litz resort გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი მენიუთი რესტორანში და უგზრუნველყოფთ უმაღლესი დონის კომფორტული სტანდარტული თუ საოჯახო ნომრებით. ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს სამი სხვადასხვა აუზით, დაისვენოთ სპა-ცენტრში და გაატაროთ დაუვიწყარი საღამოები litz resort-ის ბარში, სადაც უამრავი გასართობი ღონისძიება და ცოცხალი მუსიკა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. რაც მთავარია, სასტუმროს ინფრასტრუქტურა, სრულად მორგებულია შშმ პირებზე.
    298 მიმოხილვა 7.6
    ფასი ₾422
    დაჯავშნა

კვარიათში დასვენება

კვარიათი ცნობილი საზღვაო კურორტია, რომელიც არაერთ დამსვენებელს იზიდავს წლიურად. ეს არის იდეალური ადგილი თუ ზაფხულის სიშვიდეში და ტროპიკულ ბუნებაში გატარება გსურთ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კვარიათი ცნობილია ქვიანი სანაპიროებით და იდეალური ზღვის რელიეფით, დაივინგისთვის. ამასთან მისი უპირატესობაა გეოგრაფიული სიახლოვე ბათუმთან და გონიოსთან.

კვარიათში სასტუმროების დიდი არჩევანია. აქ მეტ წილად საოჯახო ტიპის სასტუმროები სარგებლობს დიდი პოპულარობით, თუმცა შეხვდებით პრემიუმ კლასის სასტუმროებსაც. აღსანიშნავია, რომ კვარიათში მარტივია იპოვოთ სასტუმრო პანორამული ხედებით ზღვაზე, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის დასვენებას. აქ საკმაოდ დიდია არჩევანი და არ გაგიჭირდებათ თქვენს სურვილებზე მორგებული სასტუმროს არჩევა, თუნდაც მოგზაურობდეთ ოჯახთან ან ბავშვებთან ერთად.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ კვარიათში?

კვარიათი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ისიამოვნოთ მთისა და ზღვის ბუნებით ერთდროულად. ქვიანი სანაპიროები, ტროპიკული მწვანე მთები და გასაოცარი ზღვის ხედები, კვარიათს ზღაპრულ ადგილად აქცევს.

კვარიათის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი სანაპიროებია, ულამაზესი ნაირნაირი ქვებითა და კამკამა ზღვით, სადაც გამორჩეული მზის ჩასვლის პეიზაჟები შეგიძლიათ იხილოთ. კვარიათთან ახლოს, ასევე შეგიძლიათ გონიოს ცნობილ სანაპიროზე დაისვენოთ, მოინახულოთ უძველესი გონიოს ციხე ან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერს ესტუმროთ. მეტი ეგზოტიკური თავგადასავლისთვის, კი მაჭახელას ეროვნულ პარკს ესტუმროთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები კვარიათში?

კვარიათის სასტუმროებში ფასი სეზონის მიხედვით განსხვავდება. ზაფხულში საშუალოდ ფასი იწყება 200 ლარიდან.

რომელია კვარიათის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია: litz resort, neptun kvariati და era palace kvariati.

კვარიათის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული კერძების დაგემოვნება კვარიათის ყველა სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში casa del mar, black sea hotel და სხვა.

კვარიათის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან ერთან დასვენებისთვის იდეალურია, litz resort და villa deluxe.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო კვარიათში?

კვარიათში პრემიუმ კლასის სასტუმროა litz resort.

რომელია კვარიათში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია, litz resort, villa deluxe და panorama kvariati.

რა ღირს სასტუმროები კვარიათში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას კვარიათის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 300 ლარიდან იწყება.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს: villa deluxe და casa del mar

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

კვარიათის ყველა სასტუმროს აქვს უფასო პარკინგ სივრცე.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

კვარიათის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს ღია ტიპის აუზი, მათ შორის hotel hills kvariati, era palace kvariati და neptun kvariati სასტუმროებს.

რომელ სასტუმროებს აქვთ კვარიათში ოთახები არამწეველთათვის?

კვარიათის სასტუმროებში ნომრები მხოლოდ არამწეველთათვისაა განკუთვნილი.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

კვარიათის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო წვდომას ინტერნეტთან.

კვარიათის რომელ სასტუმროებშია სპა ხელმისაწვდომი?

სპაში დასვენება შეგიძლიათ სასტუმროებში panorama kvariati, litz resort და neptun kvariati.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ კერძო პლიაჟი ზღვაზე?

კერძო სანაპირო ზოლი აქვთ სასტუმროებს: era palace kvariati, და black sea hotel.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

კვარიათის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრასნპორტირების სერვისი, მათ შორის სასტუმროებს, hotel hills kvariati და neptun kvariati.