თუ ბუნებაში მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ საქართველოს ცნობილი სოფელი სნო, განთქმული ულამაზესი ბუნებით და საოცარი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. სნო ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია ნებისმიერ სეზონზე, სადაც ულამაზესი ხედები წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
სნო თბილისიდან 151 კილომეტრითაა დაშორებული ხოლო სტეფანწმინდიდან, მხოლოდ 8 კილომეტრით. ასე რომ ყველაზე მოსახერხებელი გზაა იმგზავროთ კერძო ავტომობილით, სადაც გასავლელი იქნება დაახლოებით ორი საათის სავალი მანძილი ან ისარგებლოთ მუნიციპალური ტრანსპორტით ყაზბეგის მიმართულებით, რომლებიც ყოველდღიურად თბილისის ავტოსადგურებიდან გადის. მსგავსი ტრანსპორტი ხშირად სნოს გავლით მუშაობს. ასევე სტეფანწმინდიდანაც მარტივად შეგიძლიათ მუნიციპალური ტრანსპორტით სნოში ჩასვლა.
სნო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგლეობაში შედის და წარმოადგენს თემის ცენტრს, რომელიც თავისმხრივ 5-მდე სოფელს მოიცავს, მათ შორის აჩხოტს, კარკუჩას და სხვას. სოფელი სნო მდინარე სნოსწყლის ხეობაშია გაშენებული და წარმოადგენს ისტორიულ ადგილს, სადაც რამდენიმე ისტორიული ღირსშესანიშნაობის მონახულებაც შეგიძლიათ. სნო საკმაოდ ძველი სოფელია თუმცა მის შესახებ ისტორიული ცნობები საკმაოდ მცირეა. დღეს კი სნო ცნობილია როგორც ულამაზესი ადგილი ბუნებაში დასასვენებლად, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ხის კოტეჯებში მთებთან ახლოს და ამასთანავე ულამაზესი მდინარის ხედებით დატკბეთ.
სნის მოსანახულელად საუკეთესო დრო ზაფხული და ადრეული შემოდგომაა. ამ დროს ბუნება განსაკუთებით ფერადი და ლამაზია, ხოლო ამინდები ბუნებაში ლაშქრობისათვის მოსახერხებელი.
სნოს რელიეფი მთა-გორიანია. გამომდინარე იქედან რომ სოფელი მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციულ მხარეს განეკუთვნება, მოქცეულია ზომიერი კლიმატური სარტყლის ზონაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია გრილი ზაფხული და საკმაოდ ცივი ზამთარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ მთის ფლორაა გავრცელებული და საკმაოდ მეჩხერი ტყეებია. სოფელი განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზე და შემოდგომაზეა, როცა მინდვრის ყვავილები და ოქროსფერი ფოთლები არემარეს სრულიად ფარავს.
სნოს ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ სნოში ?
სნოს მთავარი ღირსშესანიშნაობა უნიკალური ბუნებაა, რომელიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს. ტურისტების დიდი ნაწილისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი სნოს მდინარე, სნოწყალია, უსწორმასწორო კალაპოტით და ულამაზესი ხედებით. თუმცა მეორე მხრივ. სნოში სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობის ნახვაც შეგიძლიათ, როგორიცაა სნოს ციხე და სნოს ეკლესია, ულამაზესი არქიტექტურით და საინტერესო ისტორიით. სნო ასევე მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია, გამომდინარე მთიანი რელიეფიდან.
სნოს ციხე
სნოს ციხე ულამაზესი გამორჩეული არიქტექტურის ძეგლია რომელიც მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და კლდოვან გორაზე აშენებული. სნოს ციხეს ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სტრატეგიულ თავდაცვით შენობას. დღეს ციხის მხოლოდ მთავარი კოშკია შემორჩენილი, რომელიც მდინარე სნოსწყალს გადაჰყურებს. ისტორიულად სნოს ციხეს ღუდუშაურების ციხესაც უწოდებნდნენ. ცნობების მიხედვით ციხე აგებულია მე-16 საუკუნეში. ციხემ ბევრი ბრძოლა გადაიტანა და მოიცავდა წრიულ გალავანს, მთავარ ოცმეტრიან კოშკს და შესასვლელს. სამშენებლო მასალა კი თლილი ქვაა.
სნოს ეკლესია
სნოს ეკლესია ულამაზესი არქიტექტურის მქონე პატარა ეკლესიაა, მოქცეული სნოს ულამაზეს მთებს შორის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ტაძარი 1987 წელს ააშენეს თუმცა მისი ისტორიული ფუძე მეხუთე საუკუნეს უკავშირდება, როდესაც ვახტანგ გორგასლის ინიციატივით თავდაპირველი ეკლესია აშენდა და სოფელი სნოც დაარსდა. ეკლესიის ისტორიას უკავშირდება დაუზუსტებელი ცნობა რომ აგებაში მონაწილეობ ღუდუშაურების გვარმა მიიღო, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სოფლის დაარსებაში. ეკლესია ლამაზი და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა. აღსანიშნავია რომ ეკლესიის წინ საქართველოს პატრიარქის ბავშვობის სახლიც მდებარეობს.
დარყის წმინდა გიორგის კომპლექსი
დარყის წმინდა გიორგის კომპლექსი სოფელ სნოსთან ახლოს მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი რამდენიმე ნაწილს მოიცავდა, დღეს უმეტესწილად ფრაგმენტებია შემორჩენილი. კომპლექსი მოიცავს სალოცავს, გალავანს, კოშკსა და სხვადასხვა დანიშნულების მცირე შენობა-ნაგებობებს. ისტორიული ცნობები საკმაოდ მცირეა თუმცა ნავარაუდევია რომ კომპლექსი შუა საუკუნეების პერიოშია აგებული და მთავარ მასალად გამოყენებულია ფიქლის ქვა.
ხშირად დასმული კითხვები
ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს სნო?
სოფელი სნო ზღვის დონიდან დაახლოებით 1775 მეტრზე მდებარეობს