კონტენტზე გადასვლა

მესტია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ერთდროულად აჩვენებს ვიზიტორებს ქვეყნის ისტორიას და უნიკალურ ბუნებას. უძველესი ქალაქი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს, კლასიკური სვანური კოშკებით, დიდებული მწვერვალი უშბითა და უალამაზესი ალპური ბუნებით. მესტია არა მარტო იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც აინტერესებს ისტორია და ეძებს ახალ თავგადასავლებს.

თბილისიდან მესტიამდე მანძილი 456 კმ-ია და მგზავრობისთვის დაახლოებით 7 საათი დაგჭირდებათ. ყველაზე მოსახერხებელია იმგზავროთ კერძო მანქანით.

სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად დანიშნული მიკროავტობუსებით, რომლებიც თბილისის ავტოსადგურიდან ყოველდღიურად ინიშნება მესტიის მიმართულებით. არასტანდარტული გრაფიკით, მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე თბილისიდან დანიშნულია პირდაპირი ფრენა მესტიის აეროპორტის მიმართულებით. გრაფიკი არარეგულარულია, ამიტომ უმჯობესია ფრენა დიდი პერიოდით ადრე დაგეგმოთ.

მესტია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მესტიის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა განლაგებული. მესტიის რელიეფის უნიკალურობა კავკასიონის ქედთან ახლოს მდებარეობით აიხსნება. ქალაქს ესაზღვრება კავკასიონის ისეთი ცნობილი მწვერვალები, როგორიცაა თეთნულდი, უშბა და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, შხარა.

მესტია ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ, მაგიური სვანური კოშკებით, თოვლიანი მწვერვალებითა და ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებით. ის ასევე, იდეალური ადგილია თუ ხართ მთამსვლელი ან გიყვართ ლაშქრობა. ნებისმიერ სეზონზე, ის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. თუ გსურთ ამ უნიკალური ქალაქის შესახებ გაიგოთ მეტი, გაეცანით დეტალებს ქვემოთ.

მესტია იდეალურია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პერიოდში. თუ ზამთრის სპორტი და თოვლზე სრიალი გიყვართ, მესტიას უმჯობესია თუ იანვარში ესტუმრებით. ამასთან შეგიძლიათ გამოსცადოთ თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო ტრასებზე სრიალიც.

ტურისტების დიდი ნაწილი მესტიას ივნისი-სექტემბრის პერიოდში სტუმრობს. ამ დროს ალპური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია, ლაშქრობა კი სასიამოვნო და კომფორტული. ამინდები თბილი და მშრალია, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

მესტია სუბალპურ ზონაში მდებარეობს და რთული რელიეფით გამოირჩევა. ქალაქი კავკასიონის ქედის კალთებზეა განლაგებული და მას ესაზღვრება ათობით მყინვარი, მათ შორის საქართველოს უმაღლესი მწვერვალი – შხარა. ქალაქი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე მდინარის სათავეს, მათ შორის ენგურს, ნენსკრას, და იაფარს.

მესტია ტურისტებისთვის მიმზიდველია, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. ნოტიო ჰავასთან ერთად, წლიური საშუალო ტემპერატურა 6 ცელსიუსია. ზაფხული მშრალი და მზიანია. ამ პერიოდში ტემპერატურა 17 გრადუსს აღწევს. ზამთარში დამახასათებელია დიდთოვლობა, ნალექიანი ამინდები და დაბალი ტემპერატურა, საშუალოდ -10 C.

სათხილამურო კურორტები

10 საუკეთესო სალაშქრო ბილიკი მესტიიდან

მესტია იდეალური ადგილია არა მარტო ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ზაფხულობით მთაში ლაშქრობა უყვარს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ტურისტებისთვის ყველაზე ცნობილ ბილიკებს, სადაც იდეალურად გაეცნობით სვანეთის რელიეფს და სუბალპურ ბუნებას.

მესტია-მაზერის ბილიკი – მისი სიგრძე 22 კმ-ზე მეტია და საფეხმავლო მარშრუტი 9 საათს მოიცავს. ეს, ერთ-ერთი ყველაზე რთული ბილიკია და გულის მთაზე ასვლასაც მოიცავს, რომელზე ასაწევი სიმაღლე 2060, ხოლო დასაწევი სიმაღლე 1380 მეტრია. ამიტომ ბილიკი რეკომენდებულია პროფესიონალი მოლაშქრეებისთვის.

მესტია–ჩხუთის ქედის ბილიკი – ბილიკის სიგრძე 23.2 კმ–ია და მარშრუტის ხანგრძლივობა 9 საათს შეადგენს. ბილიკის ერთ–ერთი დანიშნულების წერტილი სოფელი ლახირია. მარშრუტზე ასაწევი სიმაღლე 1910 მეტრია.

მესტია–ზურულდის ქედის ბილიკი – მარშრუტის გასავლელად 2 საათი დაგჭირდებათ. ბილიკის სიგრძე 6 კილომეტრია, ხოლო ასაწევი სიმაღლე 390 მეტრი.

მესტია–წვირმის ბილიკი – ბილიკის საერთო სიგრძე 11.2 კილომეტრია და მის გასავლელად დაახლოებით 4 საათია საჭირო. ასაწევი სიმაღლე 390, ხოლო დასაწევი 898 მეტრია.

მესტია–მხერის ეკლესიის ბილიკი – მარშრუტის სიგრძე 17.2 კმ–ია და მის გასავლელად დაახლოებით 7 საათია საჭირო. ასაწევი სიმაღლე 1470 მეტრია.

მესტია–ჭალაათის მყინვარის ბილიკი – ბილიკის სიგრძე 16.4 კილომეტრია და მარშრუტის ხანგრძლივობა 7 საათია. ასვლის სიმაღლე კი 1560 მეტრი.

მესტია–ჟაბეშის ბილიკი – ამ მარშრუტის გასავლელად 5 საათია საჭირო და მისი სიგრძე 16 კილომეტრზე მეტია. ასაწევი სიმაღლე კი 911 მეტრია.

მესტია–ენგურის ველის ბილიკი – ამ მარშრუტისთვის 6 საათია საჭირო და მისი სიგრძე 18 კილომეტრია. ასაწევი სიმაღლე 1253 მეტრია, ხოლო ვარდნა 725 მეტრი.

მესტია–მესტიის ჯვრის ბილიკი – მანძილი 8 კილომეტრზე მეტია და მარშრუტის ხანგრძლივობა 4 საათია. მთლიანი ასვლის სიმაღლე 680 მეტრია, ხოლო დასაწევი სიმაღლე 240 მეტრი.

მესტია–ქორულდის ტბების ბილიკი – ამ მარშრუტის საერთო სიგრძე 16.4 კილომეტრია და გასავლელად 7 საათია საჭირო. საერთო ასვლის სიმაღლე კი 1560 მეტრია.

ქორულდის ტბები ზაფხულში - Koruldi lakes in summer.
ქორულდის ტბები

რა ვნახოთ მესტიაში?

მესტია მრავალფეროვანი ადგილია და მოსანახულებელიც ბევრია. მესტიის მთავარი ღირსშესანიშნაობა სვანეთური კოშკებია, რომელიც თავისი უნიკალური ფორმებითა და არქიტექტურით ნებისმიერ მნახველში გაოცებას იწვევს.

არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების გარდა, მესტია გამოირჩევა სალაშქრო ბილიკების მრავალფეროვნებით. ასევე მთამსვლელებისთვისაც ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რადგან მწვერვალების სიმრავლე, მოყვარულ თუ პროფესიონალ მთამსვლელებს, ახალი თავგადასავლების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. თუ გსურთ ლაშქრობა ისეთ მწვერვალებზე, როგორიცაა უშბა და თეთნულდი, მაშინ მესტიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მესტია ასევე მიმზიდველია მათთვის, ვისაც ზამთრის სპორტი და თხილამურებით სრიალი უყვართ. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი სამლოცველოები და სახლ-მუზეუმები, სადაც სვანეთის კულტურასა და ისტორიას უკეთ გაეცნობით. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.

მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

თუ გსურთ გაეცნოთ სვანეთის უძველეს ისტორიას, ჭედური ხელოვნებისა და უნიკალური ხატწერის ნიმუშებს, აუცილებლად ეწვიეთ მესტიის მუზეუმს. თანამედროვე ტიპის მუზეუმში დაცულია IX და X საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერები, სამკაულები, ნაკეთობები და სხვა ეთნოგრაფიული ნივთები.

სვანეთის მუზეუმი მესტიაში - Svan museum in Mestia.

ჯვარი მესტიის თავზე

თუ ლაშქრობა გიყვართ, შეგიძლიათ მესტიის ჯვარიც მოინახულოთ. ეს არის ჯვრის ბილიკის უმაღლეს ფერდობზე დადგმული ჯვარი, საიდანაც გასაოცარი პანორამული მთის ხედები იშლება. ჯვარზე მოსახვედრად უნდა გაიაროთ 8 კმ-იანი ბილიკი.

ჯვარი მესტიის მაღლა და თეთნულდი - Cross above Mestia and Tetnuldi.

ქორულდის ტბები

ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარე ქორულდის ტბები მესტიიდან 10 კმ-ში მდებარეობს. ტბები სარკული ეფექტით გამოირჩევა, რომლის ფონზეც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხედით კავკასიონის მყინვარებზე. ტბებთან მისვლა შესაძლებელია როგორც მანქანით, ასევე ცხენითა და ფეხით.

ქორულდის ტბები - Koruldi lakes.

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

ეს სახლ-მუზეუმი ალპინისტებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. მიხეილ ხერგიანი ცნობილი ქართველი ალპინისტი იყო, , რომელსაც კლდის ვეფხვსაც უწოდებდნენ. მუზეუმი კი საშუალებას გაძლევთ ახლოდან გაიცნოთ მისი მოღვაწეობის პერიოდი, მოინახულოთ მისი ფოტოები, აღჭურვილობა, ჯილდოები და სხვა ბევრი საინტერესო ნივთი.

ისტორიული სვანური კოშკი მესტიაში - Historic svan tower in Mestia.

უშგული

უშგული მესტიასთან მდებარე თემური დასახლებაა, რომელიც ჟიბიანის, ჩვიბიანის, ჩაჟაშისა და მურყმელის სოფლებს აერთიანებს. უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ევროპაში მეორე, ყველაზე მაღალ დასახლებადაა მიჩნეული, თუშეთში მდებარე სოფელი ბოჭორნის შემდეგ. უშგული გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით, მათ შორის თამარ მეფის რეზიდენციებითა და უშგულის ლამარიით.

ლამარიას ეკლესია - Lamaria church.

სათხილამურო კურორტი თეთნულდი

თეთნულდი ცნობილი სამთო კურორტია, რომელიც მესტიიდან 15 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე შეგიძლიათ ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, იმგზავროთ საბაგიროთი და ისიამოვნოთ გასაოცარი ხედებით კავკასიონის მყინვარებზე. ასევე შეგიძლიათ იფრინოთ პარაპლანით ან ისიამოვნოთ საცხენოსნო ტურებით.

თეთნულდი - tetnuldi.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

კურორტი ჰაწვალი მესტიასთან ახლოს მდებარეობს და მასთან საბაგირო გზითაა დაკავშირებული. იგი წარმოადგენს მოთხილამურეებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა სირთულის დონის ტრასაზე სრიალი და ღია ტიპის საბაგიროებით მგზავრობა.

ჰაწვალის საბაგირო - Hatsvali ski lift.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ მესტიიდან უშგულში?

უშგული მესტიასთან ახლოს მდებარე დასახლებაა სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე კერძო მანქანით ან ფეხით, სალაშქრო ბილიკის გამოყენებით. მესტიიდან შეგიძლიათ ასევე დაიქირავოთ მიკროავტობუსი, ჯგუფური მოგზაურობისთვის.

რა სიმღლეზე მდებარეობს მესტია ზღვის დონიდან?

ქალაქი მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.