კონტენტზე გადასვლა

გურია დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, ფოლკლორითა და ტრადიციებით. აქ შეხვდებით ქვიშიან სანაპიროებსაც და ალპურ მდელოებსაც, იმოგზაურებთ წარსულში და გაიცნობთ ყველაზე მხიარულ ხალხს საქართველოში.

თბილისიდან მანძილი 228 კმ–ია და კერძო მანქანით მგზავრობისთვის 4 საათი დაგჭირდებათ. თბილისიდან გურიის კურორტების მიმართულებით აქტიურად ინიშნება კერძო მიკროავტობუსები. შესაბამისად, თუ გსურთ ურეკის, შეკვეთილის, ან გრიგოლეთის მონახულება, შეგიძლიათ მიკროავტობუსით იმგზავროთ.

თბილისიდან ოზურგეთის მიმართულებით, კი მატარებელი ყოველდღიურად ინიშნება და მარშრუტის პერიოდ დაახლოებთ 7 საათს შეადგენს. თუ გსურთ გურიის სამთო კურორტებს, ბახმაროსა და გომისმთას ეწვიოთ, ამისთვის საჭიროა ესტუმროთ ოზურგეთს, საიდანაც აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსები ორივე კურორტის მიმართულებით.

გურია დასავლეთ საქართველოს, ერთ–ერთი ისტორიული მხარეა, რომლის ცენტრია ოზურგეთი. გურია ხუთ მუნიციპალიტეტს მოიცავს. გურიის მთავარი სავიზიტო ბარათი მის უნიკალურ კულტურასა და ბუნების ძეგლებშია.

მიუხედავად მცირე ფართობისა, ამ მხარეში ერთდროულადაა გაერთიანებული სუბტროპიკული და ალპური ტყეები. შესაბამისად, ის ნებისმიერი ტიპის ვიზიტორისთვის საინტერესო ადგილია. გურულების ტრადიციები და მუსიკისადმი უნიკალური ნიჭი კი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის ტურისტებისთვის. გურულებს ძალიან უყვართ დღესასწაულები. შესაბამისად აქ გასართობიც ბევრია.

გურიაში შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც საზახულო, ასევე ზამთრის კურორტებზე. თუ გიზიდავთ ექსტრემალური სპორტი, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ გომისმთა და ბახმარო ზამთრის პერიოდში.

თუმცა ტურისტების დიდი ნაწილი გურიას ზაფხულში სტუმრობს. ამ დროს ამინდი მეტად სასიამოვნოა და ამასთან, იმართება უამრავი გასართობი ღონისძიება. ასე რომ, გურიას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ, თუმცა საუკეთესო პერიოდი მაისი–სექტემბერია.

გურია ისტორიულ წყაროებში პირველად მე–8 საუკუნეში ჩნდება, თუმცა გურიაში გაკეთებული უძველესი აღმოჩენები ქვედა პალეოლოთის ხანას ეკუთვნის. სოფელ ანასეულში ნაპოვნი ნივთები მიუთითებს, რომ გურიაში მოსახლეობა ჯერ კიდევ ძვ.წ II ათასწლეულში ცხოვრობდა.

უძველესი საქართველოს ისტორიის მანძილზე, გურია ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ის აქტიურ სავაჭრო გზას წარმოადგენდა. ფეოდალურ პერიოდში, კი მხარეს გურიის საერისთავო ეწოდა, რომლის რეზიდენცია ლიხაურში მდებარეობდა. გურია აქტიურად ვაჭრობდა ვენეციასთან და გენუასთან. XV საუკუნეში, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, კი ის გურიის სამთავროს სახელით იხსენიება წყაროებში, რომლის ცენტრი ოზურგეთია.

საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში, კი მხარეს ოზურგეთის მაზრა ეწოდებოდა. სწორედ ამ პერიოდში, ქობულეთის ტერიტორია გურიას ჩამოაცილეს, და მხარის ფართობი შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში, გურია გამოირჩეოდა აჯანყებების სიხშირითა და თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ტრადიციები გურიაში - Traditions in Guria.

გურიის კულტურა ნებისმიერი ტიპის ადამიანს გააოცებს. აქ შეხვდებთ უნიკალურ ფოლკლორს, ტრადიციულ სპორტულ შეჯიბრებებს და შობის უძველეს ტრადიციულ მსველობას, “ალილოს.” ბახმაროში, ყოველწლიურად, ფერიცვალების დღესასწაულზე დოღი იმართება, სადაც ცხენოსნები საქართველოს ყველა კუთხიდან იღებენ მონაწილეობას.

ასევე ყოველწლიულად იმართება ლელოს თამაში, ლანჩხუთში, სადაც ორი სოფელი ერთმანეთს ეჯიბრება. ლელო ყოველწლიურად სხვადასხვა გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის საპატივცემულოდ იმართება, რომლის საფლავზეც, გამარჯვებული გუნდი დადებს ლელოს და მიუძღვნის შესანდობარს.

გურიაში 7 იანვარიც უნიკალურია. გურული ჩიჩილაკით, ტკბილეულით გამართული ალილოს მსვლელობაში ძირითადად ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ასევე გამორჩეულია გურული სამზარეულო, ხაჭაპურითა და მთვარის ფორმის მქონე შობის ღვეზელით. Გურული ფოლკლორი, კი პოლიფონიის მწვერვალადაა მიჩნეული. ცნობილი “კრიმანჭული” და ტრადიციული ცეკვა “ფარცაკუკუ” კი გასაოცრად წარმოაჩენს გურულების კულტურასა და უნიკალურობას.

საჭმელი გურიაში - food in Guria.

გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და მას ესაზღვრება აჭარა, იმერეთი და სამცხე–ჯავახეთი. დასავლეთიდან კი ესაზღვრება შავი ზღვა. ადმინისტრაციულად, ის მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს.

კლიმატი გურიაში სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ის საკმაოდ ტენიანია, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე, აერთიანებს როგორც ზღვის, ასევე მთის ჰავას და ჯანმრთელობისთვის დადებით მინერალებს შეიცავს. გურია მდიდარია მინერალური წყაროებითაც, რომელთაგანაც გამორჩეულია ნაბეღლავი.

რა ვნახოთ გურიაში?

ერთი შეხედვით პატარა მხარე, ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა საქართველოში. გურია ცნობილია სამკურნალო კურორტებით, რომლებსაც უნიკალური ჰავის გამო, ათასობით ტურისტი სტუმრობს. გურიის ზღვისპირა მხარე სუბტროპიკული ბუნებით გამოირჩევა.

გურიის ჩრდილოეთი ნაწილი, კი მთა–გორიანი და ალპურია. უნიკალური წყაროები, ნისლიანი კურორტები და უძველესი სამონასტრო კომპლექსები კი მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. გურიაში არა მარტო ისტორიული თუ ბუნების ძეგლების მონახულება შეგიძლიათ, არამედ ისეთი უნიკალურ დღესასწაულებზე დასწრება, როგორიცაა “დოღი,” “ლელო” და სხვა.

ურეკი

ურეკი გურიის შავი ზღვისპირა კურორტია, რომელიც ცნობილია შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით. ქვიშას სამკურნალო თვისებები გააჩნია, რის გამოც კურორტს აქტიურად სტუმრობენ როგორც ბავშვები, ასევე ხანდაზმულები.

ურეკის სანაპირო მთის ხედით - Ureki beach with mountain views.

შეკვეთილი

შეკვეთილი ურეკთან ახლოს მდებარეობს და მის მსგავსად გამოირჩევა უნიკალური სანაპიროებით და ბუნებით. შეკვეთილი ცნობილია უახლესი დენდროლოგიური პარკით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ბაღის მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

Paragraph hotel მზის ჩასვლა - Paragraph hotel at sunset.

გრიგოლეთი

გრიგოლეთი გურიის ზღვისპირა კურორტია, რომელიც ცნობილია ფიჭვნარის ბულვარითა და უნიკალური სუბტროპიკული ჰავით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით გამოირჩევა.

გრიგოლეთის სანაპირო - Grigoleti beach.

ბახმარო

ბახმარო გურიის უნიკალური სამთო კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სამკურნალო კლიმატით, გასაოცარი რელიეფითა და სპეციფიური არქიტექტურით. ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და მისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობაა მთა გადრეკილი.

ბახმარო ზამთარში - Bakhmaro in winter.

გომისმთა

მესხეთის ქედზე მდებარე ეს უნიკალური სამთო კურორტი ცნობილია, როგორც ნისლების სამეფო. სუბტროპიკულ და ალპურ რელიეფთან ერთად, გომისმთა გამოირჩევა უნიკალური ხედებით და ჭინჭაოს ტბით, რომელიც კრატერული წარმოშობისაა.

გომისმთა ღამით - Gomismta at night.

ოზურგეთი

ოზურგეთი გურიის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს არის გურიაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, რომელიც ორი მდინარის, ბჟუჟსა და ნატანებს შორის მდებარეობს. ქალაქი კლასიკური არქიტექტურით გამოირჩევა, რომელსაც ტურისტები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ ჩატარებული კულტურული ღონისძიებების დროს.

ოზურგეთი - Ozurgeti.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

კურორტ შეკვეთილში შეგიძლიათ მოინახულოთ უახლესი და უნიკალური ბუნების ძეგლი, რომელიც მცენარეთა გასაოცარი კოლექციით გამოირჩევა. პარკი აერთიანებს, როგორც ეგზოტიკური, ასევე ალპური წარმოშობის მცენარეებს და ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს.

ვარდისფერი ფლამინგოები დენდროლოგიურ პარკში - Flamingos in Shekvetili Dendrological Park.

Black Sea Arena

Black Sea Arena შეკვეთილში მდებარეობს და წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც ზაფხულობით მსოფლიოსა თუ საქართველოს ვარკვლავების მეგა კონცერტებს მასპინძლობს.

Black Sea Arena ზემოდან ღამით - Black Sea Arena at night.

ურეკის სანაპირო

ურეკის ცნობილი შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროები გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო მინერალებით და შესაბამისად, ზაფხულობით მას ათასობით ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

ურეკის პლაჟი და შავი ქვიშა - Ureki beach and black sand.

ჭინჭაოს ტბა

ჭინჭაოს ტბა გომისმთიდან 11 კმ–ში მდებარეობს და წარმოადგენს მცირე ზომის კრატერულ ტბას, რომელიც მთებს შორისაა მოქცეული. წყალმცენარეების გამო, ტბას გასაოცარი სარკისებული ეფექტი აქვს, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

ჭინჭაოს ტბა - Chinchao lake.