strings.skip_to_content

იპოვეთ სასტუმროები გორში

8 საუკეთესო სასტუმრო გორში დასარჩენად

  1. Gori Inn

    სასტუმრო 1, გურამიშვილის ქ.
    სასტუმრო Gori Inn 2022 წლიდან მასპინძლობს ქალაქის ვიზიტორებს და ერთ-ერთი გამორჩეულია ადგილია გორში დასარჩენად. Gori Inn-ს მშვენიერი გამწვანებული ეზო და გარე მოსასვენებელი სივრცეები აქვს, ფართო ტერასებითა და კეთილმოწყობილი გაზონებით. კომფორტული და ნათელი ნომრებიდან ბაღის ხედი იშლება. ოთახები აღჭურვილია ნომრის მომსახურებისა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით. დღის განმავლობაში სასტუმროში შეგიძლიათ დაკავდეთ ცურვით, ესტუმროთ სპა ცენტრს, სოლარიუმს ან ფიტნეს დარბაზს. ეზოში განტვირთვისას კი მოიმარჯვოთ სასტუმროს კოქტეილები და სრულ სიმშვიდეს მიეცეთ. Gori Inn-ს შეგიძლიათ საყვარელი შინაური ცხოველებითაც ესტუმროთ. ამისთვის დაჯავშნის დროს წინასწარ გააფრთხილეთ პერსონალი. რაც მთავარია, სასტუმრო ახლოსაა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. აქვეა გორის ციხე, სტალინის მუზეუმი, მანქანით უფლისციხემდე სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ.
    527 მიმოხილვა 8.6
    ფასი ₾201
    დაჯავშნა
  2. Royal House

    სასტუმრო 45, სამეფოს ქ.
    სასტუმრო Royal House ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და საკმაოდ კარგი ვარიანტია ბიუჯეტური სასტუმროების კატეგორიაში. ნომრები საკმაოდ დიდი და ნათელია. სტანდარტული ოთახების გარდა სასტუმრო აპარტამენტის ტიპის ნომრებსაც გთავაზობთ სამზარეულოთი და მისაღებით. Royal House-ის ეზოში მოწყობილია ღია სეზონური აუზი, სადაც ზაფხულში გაგრილება და მზის აბაზანების მიღებაც შეგიძლიათ. ეზო საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამო გამართოთ მუსიკის თანხლებით. ზაფხულში ამგვარი გართობა კიდევ უფრო სასიამოვნოა აუზის თანხლებით. სასტუმრო Royal House ვიზიტორებს საკონფერენციო და სატრენინგო სივრცესაც სთავაზობს, რომელიც ბიზნეს შეხვედრებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
    546 მიმოხილვა 7.9
    ფასი ₾95
    დაჯავშნა
  3. Hestia Boutique Hotel

    სასტუმრო 24, ეკატერინე ჯუღაშვილის ქ.
    სასტუმრო Hestia Boutique Hotel დასვენების განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. სასტუმროს ინტერიერი ეთნიკური სტილისთვის დამახასიათებელი დეტალებით არის გაფორმებული. გამოყენებულია ხისა და აგურის ფაქტურის მასალები, კედლის მხატვრობა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული დეკორატიული ნივთები. სასტუმროს ოთახები მყუდრო და კომფორტულია. რაც მთავარია, ნომრებში დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი. დილით სასტუმროს საუზმე ადგილობრივი კერძებითა და სხვადასხვა სახეობის სნექით არის გაწყობილი. შეგიძლიათ მსუბუქად ხილითა და ბოსტნეულით ისაუზმოთ, ან ტრადიციული ქართული ცომეული, ლობიანი და ხაჭაპური დააგემოვნოთ. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ქალაქის ცენტრშია, აქაურობა მაინც მშვიდი და მყუდროა. სასტუმრო Hestia Boutique Hotel-ს ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ირჩევს და არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობითაა ცნობილი.
    1075 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾85
    დაჯავშნა
  4. კოტეჯი სოფელი ატენი
    კოტეჯები Chateau Ateni გორიდან 10 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. კოტეჯებში მაქსიმუმ 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქაურობის მთავარი ხიბლი სუფთა გაერი, მთების ხედი და ვრცელი, გამწვანებული ეზოა, სადაც საღამოობით კოცონის დანთება, მეგობრებთან ერთად გართობა და BBQ წვეულების მოწყობა შეგიძლიათ. Chateau Ateni-ს საკუთარი ვენახი, მეღვინეობა და მარანი აქვს. შეგიძლიათ ეწვიოთ და დააგემოვნოთ ცნობილი ღვინოები, როგორიცაა ატენური, გორული მწვანე, თავკვერი და ბუზა – ხელნაკეთი წითელი მშრალი ღვინო საუცხოო ტონებით. შატოში შესაძლებელია სხვადასხვა მასტერკლასზე დასწრებაც, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი.
    78 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾203
    დაჯავშნა
  5. Georgia Gold

    სასტუმრო 26 ა, სტალინის ქ.
    სასტუმრო Georgia Gold გორის ცენტრალურ უბანში, სტალინის ძეგლთან მდებარეობს. სასტუმროს აქვს როგორც სტანდარტული, ისე შედარებით დიდი ზომის საოჯახო ნომრები, აღჭურვილი საძინებლისა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით. ოთახები ფართო, სუფთა და კომფორტულია, ახალი ავეჯითა და ტექნიკით. სასტუმროს დახურული აუზი და ფიტნეს ცენტრიც აქვს, რაც ამ საფასო კატეგორიის სასტუმროსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სასტუმროს ნომრები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საუზმით, ასევე მის გარეშე, თუმცა ამ ვარიანტებიდან საუზმის არჩევა ნამდვილად ღირს, რადგან საკმაოდ გემრიელი და დამაკმაყოფილებელი არჩევანი აქვთ.
    356 მიმოხილვა 8
    ფასი ₾123
    დაჯავშნა
  6. სასტუმრო 6, გარსევანიშვილის ქ.
    სასტუმრო Hotel Continental-ს არაჩვეულებრივი მდებარეობა და განსაკუთრებით ყურადღებიანი მასპინძლები ყავს, რომლებიც მუდამ მზად არიან სტუმრების დასახმარებლად. სასტუმროს ოთახები სუფთა და ნათელია, იდეალურია ხანმოკლე ვიზიტის დროს დასარჩენად. სტანდარტული ოთახების გარდა შეგიძლიათ აპარტამენტის ტიპის ნომერიც შეარჩიოთ, რომელსაც სამზარეულოს ბარი აქვს, თუკი შედარებით ხანგრძლივი დროით აპირებთ დარჩენას. ზოგიერთ ოთახს აქვს საკუთარი აივანიც. სასტუმროს საუზმის მომსახურება არ აქვს, ამიტომ წინასწარ შეათვალიერეთ გარშემო კაფე-რესტორნები, სადაც დილით გემრიელი ყავის დალევასა და საუზმობას შეძლებთ. ასევე გაითვალისწინეთ, სასტუმროში არ არის დაშვებული შინაური ცხოველების მიყვანა. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, მხოლოდ ნაღდი ფულით შეიძლება, ამიტომ თან იქონიეთ შესაბამისი ოდენობის თანხა.
    255 მიმოხილვა 9.7
    ფასი ₾120
    დაჯავშნა
  7. Gori Apartments

    აპარტოტელი 74, პეტრე ბაგრატიონის ქ.
    სასტუმრო Gori Apartments ქალაქის ცენტრიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. თუ გსურთ მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად დაისვენოთ, აუცილებლად შეარჩიეთ ეს შემოთავაზება. საკმაოდ დიდი ზომის ნომრები, კომფორტული ავეჯით, სააბაზანოთი და სამზარეულოს ბარით თქვენს განკარგულებაშია. შესაძლებელია როგორც სტანდარტული ორ ადგილიანი, ისე შედარებით დიდი, ოთხ ადამიანზე გათვლილი აპარტამენტის დაქირავება. ყოველ ოთახს საკუთარი აივანი აქვს, ქალაქისა და მის გარშემო შემოვლებული მთების ხედით. ოთახებში განთავსებულია ყველაფერი, რაც აქ ხანგრძლივად ცხოვრების შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ, მათ შორის სარეცხის მანქანა და გაზქურაც კი. ზოგიერთ ოთახში მოწყობილია ცალკე საგარდერობე სივრცე. ადგილზე საუზმის მომსახურების მიღება შესაძლებელი არ არის, ამიტომ მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები. ნომერში არსებული აღჭურვილობით არაჩვეულებრივ საუზმეს მოიმზადებთ. ან შეათვალიერეთ ადგილობრივი რესტორნები მის გარშემო.
    421 მიმოხილვა 9.6
    ფასი ₾129
    დაჯავშნა
  8. საოჯახო სასტუმრო 2 კრისტოფერ კასტელის ქ.
    Guest House Savane ერთ-ერთი გამორჩეული საოჯახო სასტუმროა გორში. სასტუმრო არაჩვეულებრივ ლოკაციაზე, გორის ციხიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს. აქედან ფეხით სავალ მანძილზეა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და სტალინის მუზეუმი. ინტერიერი ადგილობრივი სტილის ელემენტებითაა გადაწყვეტილი, რაც აქ მოსული ვიზიტორების შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას დამატებით ხიბლს სძენს. ოთახებში გამოყენებულია ხისა და დაუმუშავებელი აგურის ფაქტურა. საერთო მოსასვენებელი სივრცის ინტერიერი რიყის ქვითა და აგურის მასალითაა გაწყობილი. ოთახები სუფთა და კომფორტულია. დილით სასტუმროს მასპინძელი სტუმრებს გემრიელ და ნოყიერ საუზმეს უმზადებს. თუ გსურთ საუზმის მომსახურებით სარგებლობა, ამისთვის დამატებით გადაიხდით. სასტუმროს შიდა მცირე ზომის შიდა ეზოც აქვს, სადაც ბაღის ავეჯი, მოწნული მაგიდები და სკამები დგას. დილის საუზმე სუფთა ჰაერზე ნამდვილად სასიამოვნოა ამ ეზოში.
    64 მიმოხილვა 8.1
    ფასი ₾85
    დაჯავშნა

გორში დასვენება

გორი შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. გორის ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეულია კლდეში ნაკვეთი ქალაქი, უფლისციხე, ატენისა და ქვახვრელის მონასტრები და გორის ციხე, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს და ღამით კიდევ უფრო მშვენიერი სანახავია, ჩამუქებული ცის ფონზე ოქროსფრად განათებული ციხის კედლებით.

უფლისციხესთან ახლოს მდებარეობს მხარის ისტორულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ქართველურ ტომთა ყოფიერების ამსახველი საინტერესო არქეოლოგიური მასალაა დაცული.

ქალაქი ცნობილია იმითაც, რომ აქ საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი მმართველის, სტალინის მუზეუმი ფუნქციონირებს.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ გორში?

გორი თბილისიდან ავტომობილით 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და იდეალური ერთ ან ორ დღიანი ტურისთვის. ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა გორის ციხე, რომელიც შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ისტორიით გატაცებული ადამიანები ხშირად სტუმრობენ სტალინის მუზეუმს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მუზეუმი საბჭოთა კავშირის ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მმართველის ცხოვრების ისტორიას გვიყვება. გორის გარშემო არაერთი საინტერესო ბუნებისა და ისტორიული ძეგლია. მათგან ყველაზე პოპულარულია უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დასახლება იყო კავკასიის რეგიონში.

გორიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუში, ატენის სიონის ტაძარი. ეკლესიის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშია.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები გორში?

გორში სასტუმროების ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები გორში?

გორის სასტუმროებიდან ყველაზე პოპულარულია სასტუმრო Gori Inn, Hestia Boutique Hotel და Georgia Gold.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ქალაქის ცენტრში?

გორის ცენტში მდებარეობს Royal House, Hestia Boutique Hotel, Georgia Gold.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Gori Inn.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო?

Gori Inn ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროა ქალაქის სასტუმროებს შორის.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ Gori Inn-ში და Georgia Gold-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Gori Inn, Gori Apartments და Chateau Ateni Cottages საუკეთესო ვარიანტია წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია Hestia Boutique Hotel, Gori Apartments და Chateau Ateni Cottages.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია Gori Inn, Royal House და Georgia Gold.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

გორის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

სტატიაში განხილული ყველა სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Gori Inn და Georgia Gold.