კონტენტზე გადასვლა

საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, არამარტო მთამსვლელებში, არამედ ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური რელიეფის მქონე დიდებული მწვერვალი თოვლითაა დაფარული და ცხრა მწვერვალს აერთიანებს, რომელთაგანაც ყველაზე მაღალილი, 5201 მეტრია.

შხარა, საქართველოს კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს და მისი საუკეთესო ხედით მონახულება, უშგულიდან შეგიძლიათ.

შხარას მოსანახულებლად ზემო სვანეთს უნდა ესტუმროთ. საქართველოს კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარე მწვერვალი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მიუყვება და ემიჯნება საზღვარს ყაბარდო-ბალყარეთთან. ზღვის დონიდან შხარა 5201 მეტრზე მდებარეობს. მისი მასიურობიდან გამომდინარე, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოიცავს ცხრა მწვერვალს, ის ასევე სხვადახვა მყინვარს ესაზღვრება. კონკრეტულად, ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება ბეზენგი, სამხრეთიდან კი შხარის მყინვარი.

შხარასთვის დამახასიათებელია, რთული ციცაბო ფერდობები, რაც განსაკუთრებული სირთულის შკალის დონეებითაა შეფასებული. შესაბამისად, შხარა რთულად დასალაშქრი მწვერვალია.

შხარას სანახავად საუკეთესო პერიოდი, თქვენი მოგზაურობის მიზანზეა დამოკიდებული. თუ არ ხართ ალპინისტი და უბრალოდ გსურთ შხარას ძირას გალაშქრება, ამისთვის საუკეთესო დრო როგორც ზაფხულის, ასევე შემოდგომის პერიოდია. ამ დროს სვანეთის ბუნებაც განსაკუთრებით ლამაზია და ამინდები სამოგზაუროდ კომფორტული.

თუ თქვენი მიზანი შხარაზე ლაშქრობაა, ამისთვის უმჯობესია გვიანი ზაფხულის პერიოდი აირჩიოთ ან ზამთრის დასაწყისი. ზამთარში შხარაზე ასვლა კიდევ უფრო საოცარი და სათაგადასავლოა. ასვლის პერიოდი თქვენს გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

შხარას შესახებ

მწვერვალი შხარა ზემო სვანეთის ისტორიულ მხარეში, კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. უკიდურეს ჩრდილოეთში, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე წარმოქმნილი შხარა, ცხრა მწვერვალისგან შედგება. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. შხარა სვანური წარმოშობის სიტყვაა და ცხრას ნიშნავს. საქართველოს უმაღლეს მწვერვალად წოდებული, კავკასიონის ქედზე რიგით მესამეა, იალბუზისა და დიხთაუს შემდეგ.

სიმაღლის გარდა, შხარა ცნობილია რთული რელიეფის გამო. მთამსვლელებისთვის ის ნამდვილი გამოწვევაა. შესაბამისად, შხარაზე გალაშქრება მხოლოდ გამოცდილ და პროფესიონალ მთამსვლელებს შეუძლიათ. აგებულების მხრივ, შხარას მწვერვალები გრანიტისგან და კრისტალური ფიქალისგან შედგება. შხარას მონახულება და ახლო ხედით ხილვა სვანეთის ბევრი სოფლიდან შეიძლება. ამისთვის საუკეთესო დასახლებულ ადგილად კი მიჩნეულია უშგული, რომელიც სწორედ რომ შხარას ძირას არის გაშენებული და მწვერვალის დიდებულ ხედებთან ერთად, უძველესი კულტურითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით გაგაოცებთ.

უშგულის ლამარია დილით - Ushguli's lamaria in the morning.
შხარა და ლამარია

ტურები შხარაზე

შხარა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, შხარაზე ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ტური, განკუთვნილი უბრალოდ მოგზაურებისთვის და ასევე სპეციალური ტურები ალპინისტებისთვის. ტურების დიდი ნაწილი თბილისიდან ინიშნება. შხარასთან ახლოს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ამიტომ მსგავსი ტურებისთვის დამახასიათებელია 2-3 დღიანი პერიოდი, მესტიის, უშგულის და სვანეთის სხვა ღირსშესანისშნაობის დათვალიერებასთან ერთად.

თუ უბრალოდ შხარას ნახვა გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ტური, სადაც ასევე შედის უშგულის მონახულება და შხარას ძირში, მცირე ლაშქრობა. ალპინიზმის მოყვარულთათის კი სპეციალური ექსპედიციები იგეგმება არარეგულარული გრაფიკით, რადგან თავიდან მოხდეს უამინდობისა და ზვავსაშიშროების არიდება.

მოლაშქრეები შხარის მყინვარის ბილიკზე - Hikers on the path to Shkhara Glacier.
მოლაშქრეები შხარის ხეობაში

ალპინიზმი შხარაზე

პროფესიონალი ალპინისტებისთვისაც კი შხარას მწვერვალები ურთულესი გამოწვევაა. ის რომ შხარაზე მათი ინტერესი დიდია, მოწმობს ის ფაქტიც, რომ შხარას დალაშქვრა პირველად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1888 წელს მოხდა. ევროპელების ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა და მათ შხარა ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან დალაშქრეს.

პირველი ქართული ექსპედიცია კი შხარაზე 1940 წელს ავიდა და მათ შხარას ჩათვლით, 20 მწვერვალი დალაშქრეს. ექსპედიცია ხუთი მთამსვლელისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ 1986 წლამდე, შხარაზე არც ერთი ექსპედიცია არ ასულა ზამთრის პერიოდში. ზამთრის პირველი ლაშქრობა 1986 წელს, ორმა გუნდმა შეძლო, თუმცა ექსპედიცია ერთი გუნდისთვის ტრაგიკულად დასრულდა.

უახლესი და ბოლო, ოფიციალური ლაშქრობა კი შხარაზე 2018 წელს განხორციელდა, სამხრეთ კედელზე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. საბედნიეროდ, ქართველმა ალპინისტებმა ამ სირთულის გადალახვა შეძლეს და პარალელურად გადაიღეს დოკუმენტური ფილმი “შხარა – ზამთრის პირველ-გავლა.”

საინტერესო ფაქტები შხარაზე

  • შხარას სახელწოდება სვანური წარმოშობისაა და ცხრას ნიშნავს, რაც შხარას მწვერვალების რაოდენობის შესაბამისია.

  • კავკასიონის ქედზე, შხარა სიმაღლით მესამე მწვერვალია, ხოლო საქართველოში ყველაზე მაღალი.

  • შხარას ზუსტი სიმაღლის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა, გამომდინარე მისი არაერთგვაროვანი ზედაპირიდან.

  • შხარას მწვერვალებთან მდებარეობს შხარის მყინვარი. ის ხეობის რთული ტიპის მყინვარია, რომელზე ასვლაც, სოფელი ჟიბიანიდანაა შესაძლებელი.

უშგულის თემი - Ushguli.
შხარის მყინვარი

ჩვენი რჩევები

შხარა როგორც მოლაშქრეებისთვის, ასევე პასიური დამსვენებლებისთვისაც საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. გირჩევთ, მას ზაფხულის პერიოდში ეწვიოთ, რადგან ამ დროს შხარაზე განსაკუთრებით ხშირად იგეგმება ტურები, ექსპედიციები და ასევე შესაძლებლობა გეძლევათ, მასთან ახლოს მდებარე ულამაზესი ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ.

გირჩევთ ჩაიცვათ სპორტულად და კომფორტულად და ასევე, აუცილებლად დააგემოვნოთ სვანური სამზარეულოს კერძები, რომლებიც ამ კუთხის ცალკე ღირსშესანიშნაობაა.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენია შხარას სიმაღლე?

შხარას სიმაღლე 5201 მეტრია.