strings.skip_to_content

მაზერი სვანეთის უნიკალური სოფელია, რომელიც იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაიცნოთ სვანური კულტურა და ამასთან, ულამაზესი ბუნებით ისიამოვნოთ. თუ მთაში დასვენება და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების განსაკუთრებით კი უშბას ახლოდან ხილვა გსურთ, ბეჩოს თემში მდებარე სოფელი მაზერი, ამისთვისაც უნიკალური ადგილია.ლაშქრობის მოყვარულებს კი ელოდებათ ულამაზესი შდუგრას ჩანჩქერი და მრავალი სალაშქრო ბილიკი.

თბილისიდან მაზერი 454 კილომეტრითაა დაშორებული და მგზავრობისთვის დაახლოებით 7 საათი დაგჭირდებათ, გზის რელიეფური სირთულიდან გამომდინარე. მაზერის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირ მოძრავი მიკროავტობუსები არ ინიშნება. მაზერში და ზოგადად, ბეჩოს თემში მოსახვედრად, ყველაზე კომფორტული მარშრუტია ჯერ ჩახვიდეთ მესტიაში და იქედან იმგზავროთ სამარშრუტო ტაქსებით, მაზერის მიმართულებით.

მესტიიდან მაზერის სოფლამდე მანძილი დაახლოებით 21 კილომეტრია და მანქანით, სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ. რაც შეეხება თბილისიდან მესტიამდე მარშრუტს, შეგიძლიათ თბილისის ავტოსადგურიდან გამავალი ავტობუსებით ისარგებლოთ, რომლებიც ყოველდღიურად ინიშნება.

არარეგულარული გრაფიკით, ასევე ხელმისაწვდომია პირდაპირი ფრენები მესტიაში, თბილისისა და ნატახტრის აეროპორტიდან, საიდანაც მესტიაში ჩასასვლელად დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ. განრიგის დასაზუსტებლად, უმჯობესია აეროპორტის გვერდები შეამოწმოთ, რადგან ფრენები, სეზონისა და მოთხოვნის მიხედვით ინიშნება.

მაზერის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ივნისი–ოქტომბერია. ამ დროს ამინდები მშრალი და თბილია, ხოლო სალაშქრო მარშრუტების მონახულება, ბევრად მარტივი და კომფორტული.

ადმინისტრაციულად, მაზერი სამეგრელო–ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთიანდება ბეჩოს თემში. ამ თემში მაზერის გარდა შედის 12 სოფელი. მაზერის სახელწოდება სვანური წარმოშობისაა და ადგილობრივები მას მოიხსენიებენ როგორც მაზერ.

მდინარე დოლრაჭალის ხეობაში გაშენებული სოფელი, უნიკალური კულტურითა და ბუნებით გამოირჩევა. მათ შორის აღსანიშნავია მწვერვალი უშბა და შდუგრას ჩანჩქერი, რომლებიც ექსტრემალისტ ტურისტებში, უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ. უძველესი არქიტექტურული ძეგლები, შემორჩენილი სვანური ადათები და ტრადიციები, ალპური ფლორით დაფარული მდელოები და ხედები კავკასიონის ყინულოვან მწვერვალებზე, მაზერს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

რომელი სოფლები ერთიანდება ბეჩოს თემში?

ბეჩოს თემი 13 სოფელს აერთიანებს: მაზერი, ბაგვდანარი, დოლი, გალაში, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი და დოლასვიფი, რომელიც თემის ცენტრს წარმოადგენს.

ზღვის დონიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს მაზერი?

მაზერი ზღვის დონიდან 1660 მეტრზე მდებარეობს.

რა ვნახოთ მაზერში (ბეჩოს თემი)?

მაზერი ძირითადად უნიკალური რელიეფითა და გასაოცარი ბუნების ძეგლებითაა ცნობილი, თუმცა მათთვის, ვისაც ისტორია და კულტურული ძეგლები უფრო მეტად იზიდავს, მაზერი ამ მხრივაც საინტერესო სოფელია.

არა მარტო მაზერში, ბეჩოს თემის სხვა, ახლომდებარე სოფლებშიც, ბევრი გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც განსაკუთრებით მოლაშქრეებს და ალპინისტებს იზიდავს. მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფხულში ქორულდის ტბებსა და მეზირის ტბებზე სალაშქრო მარშრუტებით მოგზაურობა. ასევე საინტერესო გამოწვევაა ბეჩოსა და გულის უღელტეხილზე მოგზაურობაც, რომელიც გასაოცარი ხედებითა და ულამაზესი, სუბალპური ფლორით გამოირჩევა. თუ სუბალპური ბუნება გიტაცებთ, შეგიძლიათ მოინახულოთ შდუგრა – ქვეყნის ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი. უფრო მეტი გართობისთვის კი, შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცხენოსნო და ველოტურებით. მეტი ადრენალინისთვის, კი პარაგლიდინგიც შეგიძლიათ სცადოთ.

მაზერში მოგზაურებისთვის გამორჩეული ადგილია ომარ დადეშქელიანის კოშკი, რომელიც გასაოცრად აჩვენებს სვანეთის უძველეს კულტურასა და განსხვავებულ, ნოსტალგიურ ესთეტიკას.

უშბა

უშბა საქართველოს კავკასიონის ქედის ერთ–ერთი უმაღლესი მწვერვალია, რომლის სიმაღლე 4710 მეტრია. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლებიდან, მათ შორის მაზერიდან, უშბაზე იდეალური ხედები იშლება. იალბრუზის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარე ამ მწვერვალს, ორთავიანსაც უწოდებენ, რადგან რელიეფურად ორ, ერთმანეთისგან ჩაღრმავებული ფერდობით განცალკევებულ მწვერვალებს მოიცავს, რომელთაგანაც უმაღლესი სამხრეთით მდებარეა. აგებულებით, უშბა კრისტარული ფენებითა და გრანიტებით შედგენილი მწვერვალია, რომელიც საკმაოდ რთულად მისადგომ ფერდობებს წარმოქმნის. ამავე მიზეზით, უშბა ალპინისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

უშბის მწვერვალი და სასეირნო ბილიკი.
უშბა

შდუგრას ჩანჩქერი

შდუგრას ჩანჩქერს, უშბის ჩანჩქერსაც უწოდებენ, რადგან ის უშბის ძირთან ახლოს მდებარეობს. ის საქართველოს ყველაზე წყალუხვ ჩანჩქერს წარმოადგენს და გამორჩეულია რელიეფითა და კლდოვან ზედაპირზე არსებული უალამაზესი სუბალპური მცენარეული საფარით. ჩანჩქერთან მისვლა მხოლოდ საფეხმავლო ბილიკის გავლით არის შესაძლებელი.

შდუგრას ჩანჩქერი.
შდუგრას ჩანჩქერი

უშბას მყინვარი

რელიეფურად, უშბას მყინვარი ხეობის ტიპის, რთული რელეიფის მქონეა. ის მაზერში, სვანეთის კავკასიონის ქედზე მდებარეობს და ფართობით, საკმაოდ მოცულობითი მყინვარია. უშბას მყინვარი ასაზრდოებს მდინარე ენგურის რამდენიმე მცირე მარჯვენა შენაკადს.

ხედი უშბაზე და ტყეზე.
უშბას მყინვარი

ომარ დადეშქელიანის კოშკი

ომარ დადეშქელიანის კოშკი მაზერის მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობაა. მას ისტორიულად უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ჰქონდა, თუმცა დღეს მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკის ჩრდილოეთი ნაწილი დანგრეულია და მხოლოდ პირველი სართულის მონახულებაა შესაძლებელი. კოშკის რესტავრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ომარ დადეშქელიანის კოშკი.
ომარ დადეშქელიანის კოშკი

ბეჩოს უღელტეხილი

ბეჩოს უღელტეხილი არა მარტო უნიკალური სილამაზით გამორჩეული ბუნების ძეგლია, არამედ გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი დანიშნულების მქონე მარშრუტი. უღელტეხილი შხელდის და დონღუზორუნის მთებს შორის მდებარეობს და საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს. უღელტეხილის ბილიკი ენგურის ხეობასაც მოიცავს და მისთვის კლდოვანი რელიეფი და შერეული სუბალპური მცენარეებია დამახასიათებელი.

ბეჩოს უღელტეხილი.
ბეჩოს უღელტეხილი

გულის უღელტეხილი

მაზერის სოფელში მდებარე გულის უღელტეხილი მოლაშქრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის სვანეთის ერთ–ერთი ცნობილი სალაშქრო ბილიკია, რომელიც რთული რელიეფით და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა. აქედან პანორამული მთის ხედები იშლება კავკასიონის თოვლიან მწვერვალებზე.

უშბა და სასტუმრო.
გულის უღელტეხილი

მეზირის ტბა

მეზირის ტბა ბეჩოსა და ეცერის თემების საზღვარზე, მეზირის მთის ფერდობზე მდებარეობს. მასთან ახლოს მეზირის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს. ტბას უძველესი ლეგენდა უავშირდება ბერებზე, რომლებისთვისაც მეზირის ტბა, სასმელი წყლის ერთადერთი წყარო იყო. შესაბამისად, ტბა ღვთის წყალობად მიიჩნევა და მისი დაბინძურება გაავდრების გამომწვევია. ტბა ასევე სილამაზითაც გამოირჩევა. მთის ყვავილებით დაფარული მდელოდან, რომელიც ტბას ირგვლივ აკრავს, პანორამული ხედები იშლება კავკასიონის მწვერვალებზე.

მაზერის ტბა.
მეზირის ტბა

დოლრა

დოლრა კავკასიონის ცნობილი მყინვარია, რომელიც ხეობის ტიპის რთულ რელიეფურ წარმონაქმნს განეკუთვნება. მაზერში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარე მყინვარი, მექანიკური ნგრევის შედეგად, ფართობსა და სიმაღლეში ცვლილებას ხშირად განიცდის. მყინვარი მდინარე დოლრაჭალას ასაზრდოებს.

დოლრა.
დოლრა

ქორულდის ტბები

მაზერში მდებარე ქორულდის ტბები უნიკალური სილამაზით გამოირჩევა. ეს იდეალური ადგილია იმისთვის, თუ გსურთ რომ ერთად იხილოთ კავკასიონის ცნობილი მწვერვალები: შხარა, თეთნულდი, უშბა და ლაილა. ქორულდის ტბები სარკისებული ეფექტითაც გამოირჩევა, რომელიც მთის ირგვლივ არსებულ პანორამულ ხედებს კიდევ უფრო გასაოცარს ხდის.

ქორულდის ტბები.
ქორულდის ტბები

ხშირად დასმული კითხვები

რომელი სოფლები ერთიანდება ბეჩოს თემში?

ბეჩოს თემი 13 სოფელს აერთიანებს: მაზერი, ბაგვდანარი, დოლი, გალაში, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი,

ზღვის დონიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს მაზერი?

მაზერი ზღვის დონიდან 1660 მეტრზე მდებარეობს.