კონტენტზე გადასვლა

კოლხეთის ეროვნული პარკი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი საცავი და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეკოტურისტული დანიშნულების ადგილია. ენდემური და უიშვიათესი ფლორისა და ფაუნის მონახულება, საფეხმავლო და სანაოსნო ტურები, ტურისტთა თავშესაფრები, სპორტული თევზაობა და ფრინველებზე დაკვირვება ის ძირითადი აქტივობებია, რის გამოც კოლხეთის ეროვნულ პარკს უნდა ესტუმროთ.

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული.

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ფოთში, მალთაყვის უბანი, გურიის ქ. N 222.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობას ადრეულ შემოდგომაზე ამჯობინებენ ხოლმე. ოქტომბერი ყველაზე კარგი დროა. პარკის სათვალთვალო კოშკიდან სამხრეთისკენ დაძრულ უამრავ მტაცებელ ფრინველსაც შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი. ზაფხულში ტემპერატურა მაღალია და შუადღისას მზეზე ყოფნა უსიამოვნო. თუმცა, დილით ადრე ან გვიან საღამოს, როცა სიცხე საგრძნობლად იკლებს, პარკის მონახულება მაინც შეიძლება. მთავარია, ადმინისტრაციასთან შეთანხმება – როგორი ქარი, ან როგორი უამინდობა შეუშლის ხელს სანაოსნო ტურს, მხოლოდ ისინი გვეტყვიან დარწმუნებით.

ზამთრის თვეებშიც თავისი ხიბლი აქვს კოლხეთის პარკს – ამ დროს ჩრდილოეთიდან გადმოფრენილი იხვები, გედები და ბატები ექცევიან ყურადღების ცენტრში.

კოლხეთის პარკის შესახებ

ეროვნული პარკის ვიზიტორთა პროგრამის ინფრასტრუქტურას ძირითადად შეადგენს:

  • ეროვნული პარკის შესასვლელები (დასასვენებელი ადგილებით, საინფორმაციო დაფებით, ჯიხურებით და სხვა)

  • ტურისტული ბილიკები

  • ტურისტთა თავშესაფრები

  • ვიზიტორთა ცენტრები

  • სათვალთვალო კოშკები.

ფრინველებზე დაკვირვება

კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. Birdwatching-ის სახელით ცნობილი ტურიზმის ეს ფორმა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

კოლხეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს ფრინველთა 194 სახეობა. პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.

ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. მტაცებელი ფრინველების მიგრაცია – გაზაფხული (მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე)/ ადრეული შემოდგომა (აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე). მოზამთრე ფრინველები – ზამთარი

კოლხეთის ეროვნული პარკი - Kolkheti National Park.

სანაოსნო ტურები

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპიროს გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით ან იმნათ-პალიასტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, აქაურ რელიქტურ ტყეებში მიმავალი ფრინველთა იშვიათ სახეობებს შეხვდებით.

მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სხვადასხვა ტიპის სანაოსნო ტურები ეწყობა:

  • პონტონით

  • კაიაკით

  • კატერით

კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს 3 სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გასეირნების გარდა ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლ

პალიასტომი – ფიჩორი, ტური პონტონით

ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი

გასავლელი მანძილი: 18 კმ

მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის შესასვლელიდან.დაათვალიერებთ პალიასტომის ტბის ულამაზეს ნაპირებს, მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაც ხედს, მდინარის ნაპირზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილიდან შესაძლებელია იქ გავრცელებულ ჭარბტენიან კოლხურ რელიქტურ ტყეზე დაკვირვება, წყლისა და ჭაობის ფრინველების, მდორე წყლების დუმფარის ე.წ. “ზეწრების“ დათვალიერება. ვიზიტორებისათვის დაშვებულია სპორტული თევზაობა მდინარე ფიჩორზე.

ტური კატერით მდ. ჭურიაზე

ტურის ხანგრძლივობა: 3 საათი

გასავლელი მანძილი: 18 კმ

ტურისტული მარშრუტი „მდინარე ჭურია“ იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანის ვიზიტორთა ცენტრიდან. ტურის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თვალწარმტაცი ხედები, ლელიან-ლაქაშიანი და დუმფარებიანი ეკოსისტემები და ჭურიის ხეობის რელიქტური კოლხური ტყის ფრაგმენტები – ჰართვისის მუხა, ლაფანი, იფანი, კოლხური ლიანები.

ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელია წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) ნახვა ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან.

მდინარეზე ტურები ხორციელდება ნიჩბიანი და მოტორიანი ნავებითა და კაიაკებით.

2სთ/1-3 კაცზე – 120 ლარი, ტური ნიჩბიანი ნავით: 1სთ/3 კაციანი – 20 ლარი

სერვისის სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.

დასაჯავშნად დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას – 591 96 87 85

კოლხეთის ეროვნული პარკის ტბა - Lake in Kolkheti national park.

სპორტული თევზაობა

სპორტული თევზაობა დასაშვებია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ მარშრუტებზე:

  • პალიასტომის ტბა

  • მდ. ფიჩორის ხეობა (ტურისტულ მარშრუტზე)

  • მდ. ჭურია (ტურისტულ მარშრუტზე)

  • ოქროს ტბა – სადაც, ვიზიტორს ეთმობა 3 პირსი, აქედან 2 ადაპტირებულია შშმ პირთათვის.