კონტენტზე გადასვლა

შოვი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. შოვის ნოტიო ჰავა, ულამაზესი ხედები და გასაოცარი ბუნების ძეგლები, ყოველწლიურად უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. კურორტი იდეალური ადგილია არა მარტო სამკურნალო თვისებების გამო, არამედ ლაშქრობისთვის და სათავგადასავლო ტურიზმისთვის.

როგორ მოვხვდეთ შოვში თბილისიდან?

თბილისიდან მანძილი 258 კილომეტრია და შოვში ჩასასვლელად 4 საათზე მეტი დაგჭირდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი მიმართულებით დანიშნული სამარშრუტო ტაქსები იშვიათია. ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია, თუ აირჩევთ თბილისის ავტოსადგურიდან გამავალ ავტობუსს თბილისი-ონის მიმართულებით.

ონიდან კი, შოვის მიმართულებით შეგიძლიათ კვლავ სამარშრუტო ტაქსით იმგზავროთ. ონიდან მანძილი დაახლოებით 30 კმ-ია და მგზავრობისთვის საშუალოდ 40 წუთი დაგჭირდებათ.

შოვი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ის წარმოადგენს უნიკალურ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს, რომელიც მდინარე ჭანჭახის ხეობას და ოსეთის სამხედრო გზას მოიცავს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ნოტიო ჰავით, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე. აღსანიშნავია, რომ შოვი არა მარტო ჰავით, არამედ მინერალური წყაროებითაც ეხმარება ვიზიტორებს გაამდიდრონ ორგანიზმი ისეთი სასარგებლო მინერალებით, როგორიცაა ნატრიუმი და კალციუმი.

შოვში მრავლადაა უმოქმედო სანატორიუმები და პანსიონატები, რომლებსაც ყოველწლიურად ასობით მოგზაური სტუმრობს. შოვი სალაშქრო ტურისტული დანიშნულებითაცაა ცნობილი. შოვის ულამაზესი, მთა-გორიანი რელიეფი და უნიკალური ფლორა, წლიურად უფრო და უფრო მეტ მოლაშქრეს იზიდავს. შესაბამისად, შოვი გამორჩეული ადგილია, როგორც პასიური, სამკურნალო დანიშნულების დამსვენებელთათვის, ასევე აქტიური მოგზაურობის მოყვარულთათვის. დაწვრილებითი ინფორმაცია შოვის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

შოვის, როგორც კურორტის ისტორია, XIX საუკუნიდან იწყება და ექიმ, შამშე ლეჟავას უკავშირდება. კონკრეტულად, ვენის უნივერსიტეტში სწავლისა და ავსტრიის კურორტების მონახულების შემდეგ, ექიმს გაუჩნდა სურვილი მშობლიურ რაჭაშიც შეექმნა მსგავსი კურორტი. რამდენიმე ტერიტორიის განხილვის შემდეგ კი, არჩევანი შოვზე გააკეთა.

კურორტის მოწყობა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და 1928 წელს, კურორტმა პირველი ვიზიტორები მიიღო. მეოცე საუკუნის ბოლომდე, შოვი აქტიური კურორტი იყო, სადაც მოქმედებდა რამდენიმე სანატორიუმი, პანსიონატი, ტურბაზა და მოსასვენებელი ობიექტი. დღეს ეს შენობები რესტავრაციას საჭიროებს.

კურორტი შოვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კურორტი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს და რელიეფურად საკმაოდ მთა-გორიანია. კურორტისთვის დამახასიათებელია, სუბალპური ფლორა და ტყის მასიური საფარი, რაც თავისთავად ხელს უწყობს, შოვში სამკურნალო თვისებების მქონე კლიმატის ჩამოყალიბებას.

კურორტზე ნოტიო ჰავა და მოგზაურობისთვის საკმაოდ კომფორტული ტემპერატურული მაჩვენებლებია. კონკრეტულად, ზაფხული გრილი და მშრალია. საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 16 ცელსიუსია, განსხვავებით ზამთრისგან, რომელიც თოვლითა და დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა. ზამთარში შოვში ტემპერატურა დაახლოებით -6 გრადუსს აღწევს. კლიმატოთერაპიის კუთხით, შოვში სეზონი ივნისი-ოქტომბრის პერიოდშია აქტიური.

შოვში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი, ივნისი-ოქტომბერია. ამ დროს ბუნება განსაკუთრებით ლამაზი, ხოლო ამინდები მოგზაურობისთვის კომფორტულია.

რა ვნახოთ შოვში?

შოვის კურორტი გამოირჩევა ბუნების ძეგლების მრავალფეროვნებით. ღირსშესანიშნაობები მოიცავს, როგორც მოლაშქრეებისთვის განკუთვნილ ტურისტულ დანიშნულებებს, ასევე ძველ არქიტექტურულ ნაგებობებს. საბოლოოდ, შოვი უფრო მეტად პოპულარული კლიმატოთერაპიის გამოა, თუმცა ყოველწლიურად, ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა უძირო ტბა და ბუბას მყინვარი, სულ უფრო და უფრო მეტი მოლაშქრე სტუმრობს.

ბოლო პერიოდში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ სტალინის სახლი, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური არქიტექტურითა და განლაგებით. ეს რეზიდენცია დიდ ინტერესს იწვევს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებში.

სტალინის სახლი

1924 წელს აშენებული სახლი, უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, აქ ზაფხულობით სტალინი ხშირად ისვენებდა, თუმცა ოფიციალური ფაქტი არ დასტურდება, რომ სტალინი შოვში ოდესმე ყოფილა. სახლი ხისგან არის აგებული და გამოირჩევა აივნების სიმრავლითა და უნიკალური ფასადებით, რომლებიც საჭიროებს სრულ რესტავრაციას.

სტალინის აგარაკი შოვში შემოდგომაზე - Stalin's house in Shovi in fall.

მამისონის უღელტეხილი

მამისონის უღელტეხილი საქართველოს გამორჩეული ბუნების ძეგლია, როგორც რელიეფურად, ასევე გეოგრაფიულად. შოვში, მდებარე უღელტეხილი კავკასიონის წყალგამყოფ ქედს, მდინარე არდონისა და მდინარე ჭანჭახის წყალგამყოფებს მოიცავს. ის ოსეთის სამხედრო გზის სტატუსითაა ცნობილი.

მამისონის უღელტეხილი - Mamisoni Pass.

უძირო ტბა

ტბა შოვში, კატიწვერას ერთ-ერთ ფერდობზეა და მოლაშქრეების საყვარელ მარშრუტს წარმოადგენს. მას საფეხმავლო ბილიკი უკავშირდება. ტბის ფლორასთან ერთად, უძირო ტბიდან გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონის მწვერვალებზე.

უძირო ტბა - Udziro lake.

ბუბას მყინვარი

ეს ხეობის რთული ტიპის მყინვარია, რომელიც მთამსვლელებისთვის და მოლაშქრეებისთვის საყვარელ მარშრუტად მიიჩნევა. მყინვარი რაჭის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის შემადგენლობაშია და ასაზრდოვებს მდინარე ბუბისწყალს.

ბუბის მყინვარი - Buba Glacier.

შოვის სანატორიუმი

საბჭოთა კაშირის პერიოდში, შოვში სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, რომლებიც აქტიურად მასპინძლობდნენ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ეს სანატორიუმები სტუმრებს, 1928 წლიდან აქტიურად იღებდნენ. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კი, ეს სანატორიუმები გაუქმდა. დღეს ისინი მიტოვებულ, არიქტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ. შოვის მთავარი სანატორიუმი უცხო ფასადითა და უნიკალური არქიტექტურით დღემდე იზიდავს ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს.

მასიური სანატორიუმი ძირითადად ხისგან არის აგებული და რამდენიმე განყოფილებას მოიცავს. არქიტექტურულად, ის ევროპული სტილის ელემენტებით გამოირჩევა და მნახველებში გასაოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმი რესტავრაციას საჭიროებს, მაღალი ტურისტული ინტერესიდან გამომდინარე, პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

ხშირად დასმული კითხვები

რა მანძილზე მდებარეობს შოვი ქუთაისიდან?

კურორტი შოვი ქუთაისიდან 147 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

რამდენადაა დაშორებული კურორტი შოვი, უწერადან?

შოვსა და უწერას შორის მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია და მანქანით მგზავრობისთვის, დაგჭირდებათ 25 წუთი.