უწერა რაჭის ულამაზესი სოფელია, რომელიც ნებისმიერ სეზონზე, ტურისტულად აქტიურია. უწერის მთავარი ხიბლი, სუბალპური ბუნება და ულამაზესი ტყეებია, რომელიც განსაკუთრებით ფერადი, შემოდგომობითაა. ტყეებით დაფარულ მთებთან ერთად, უწერა გასაოცარი მწვერვალების ხედებითა და სამკურნალო თვისებების მქონე ჰავით გამოირჩევა.
თბილისიდან უწერამდე მანძილი 243 კილომეტრია და კერძო მანქანით, ამ მანძილს დაახლოებით 3 საათში გაივლით. თბილისიდან უწერას მიმართულებით არ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი, თუმცა შეგიძლიათ ბიუჯეტური მგზავრობისთვის, გამოიყენოთ თბილისი-ონის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც თბილისის ავტოსადგურიდან ინიშნება. ონიდან კი ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო სამარშრუტო ტაქსებით უწერის მიმართულებით.
უწერა რაჭა–ლეჩხუმის ისტორიულ მხარეში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. ის ონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მინიჭებული აქვს კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი. ჰავასთან ერთად, უწერაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ რკინის შემცველი მინერალური წყალი, რომელიც ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის და სხვადასხვა დაავადებების პრევენცირებისთვის.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ჰავის გარდა, ტურისტები სოფელს სტუმრობენ ულამაზესი ბუნებისა და გასაოცარი ღირსშესანიშნაობების გამო. უწერას ფერადი ფოთლოვანი ტყეები განსაკუთრებულად მეტ ტურისტს, შემოდგომობით იზიდავს.
მთა–გორიანი სოფლიდან ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი მთის ხედებით და უძველესი კულტურული ძეგლებით. შუა საუკუნეების ეკლესიებთან ერთად, უწერა პოპულარულია მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე დასვენება და პიკნიკის მოწყობა.
სოფელი უწერა რაჭის ერთ–ერთი უძველესი დასახლებაა. ისტორიულად, უწერას შესახებ მონაცემები ფეოდალური ხანიდან მოიპოვება, როდესაც იმერეთის მეფემ, ალექსადრე მეოთხემ რაჭაში გაილაშქრა და სოფელი უწერა გადაწვა. ფეოდალურ პერიოდში, უწერას აქტიურ სამონასტრო ცხოვრებას მოწმობს დღემდე შემორჩენილი უძველესი ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მოხსენიებული “სიონი” და წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ბაზილიკის ნანგრევები. უწერაში ასევე შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევებიც.
როგორც, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, უწერა წარსულშიც და დღესაც აქტიურად მასპინძლობს კლიმატოთერაპიის საჭიროების მქონე მოგზაურებს.
გეოგრაფიულად, უწერა ონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. სოფელი, მდინარე რიონის ნაპირებზეა გაშენებული. ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარე დასახლებას, ოფიციალურად აქვს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი, რომლის ნოტიო ჰავა, სასარგებლო ეფექტის მქონეა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ტემპერატურასა და მოგზაურობისთვის ხელსაყრელ ამინდებს, უწერა ამ მხრივ კომფორტული კურორტია. მისთვის დამახასიათებელია თბილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ზამთარში საშუალო ტემპერატურა -5 ცელსიუსია.
უწერა ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია სამოგზაუროდ, თუმცა კლიმატოთერაპიის და ამინდების კუთხით, საუკეთესო პერიოდი მოგზაურობისთვის მაისი-ოქტომბერია. ამ დროს ბუნება განსაკუთრებულად ფერადია, ხოლო ამინდები პიკნიკისთვის თუ სეირნობისთვის, ხელსაყრელი.
უწერას ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ უწერაში?
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობები, უწერაში მდებარე ბუნების ძეგლებია, რომლებიც ლაშქრობისთვის და მთაში დასვენებისთვის იდეალური არჩევანია. სუფთა ჰაერი, გასაოცარი ბუნება, ფერადი ტყეები და მშვიდი გარემო, აქტიურად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი ბუნების ძეგლები, როგორიცაა უძირო ტბა და სასვანოს ტბები.
უწერასთან ახლოს, მდებარეობს რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი, რომლებიც იდეალურია რათა გაიცნოთ როგორც უწერისა და ონის მუნიციპალიტეტის, ასევე სრულიად რაჭის უძველესი ისტორია. ამ მიზნით, ტურისტები ხშირად სტუმრობენ ონის მუზეუმსა და მრავალძალის ეკლესიას. შესაბამისად, გსურთ კლიმატოთერაპია, გიყვართ ექსტრემალური თავგადასავლები თუ უძველესი ღირსშესანიშნაობების მონახულება, უწერა ამისთვის შესანიშნავი ადგილია.
ონის სინაგოგა
უწერასთან ახლოს მდებარეობს ონის სინაგოგა, რომელიც უნიკალური არქიტექტურული ძეგლია, გამორჩეული ორიგინალური ჩუქურთმებითა და მასიური გუმბათით, რომელიც მნახველებში გასაოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.
უძირო ტბა
თუ ლაშქრობა ან პიკნიკი გსურთ რომ დაგეგმოთ, უძირო ტბა ამისთვის იდეალური ადგილია. ეს არის მწვანე მდელოზე წარმოქმნლი მცირე ზომის ტბა, საოცარი სარკისებული ეფექტით და ულამაზესი ხედებით თოვლიან მწვერვალებზე.
სასვანოს ტბები
სასვანოს ტბები ერთ-ერთი გამორჩეული მარშრუტია მოლაშქრეებისთვის, და არა მარტო. ულამაზესი ტბები სუბალპური ფლორითა და გასაოცარი მდებარეობით გამოირჩევა. ტბებს ირგვლივ მყინვარები აკრავს, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
მყინვარი ბუბა
მყინვარი ბუბა რელიეფის სირთულით გამოირჩევა და მიკუთვნებულია, ხეობის რთული ტიპის მყინვარებს. შესაბამისად, მოლაშქრეებისთვის ის ერთგვარი გამოწვევაა, განსხვავებული ფერდებით, დიდი ფართობითა და არაერთგვაროვანი რელიფით.
ჭიორა გლოლა
ჭიორა გლოლა უწერასთან მდებარე გასაოცარი ადგილია, რომელიც განსაკუთრებით მოლაშქრეებს დააინტერესებთ. ულამაზესი, ფერადი ტყეები და მარტივი რელიეფი ასევე კარგია დასაბანაკებლად ან პიკნიკის მოსაწყობად.
შქმერი
შქმერი უწერასთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნების ძეგლებით. ადგილი აერთიანებს მდინარე ხეორის კანიონსა და მდინარე ხეორს სადაც იდეალურადაა წარმოჩენილი სუბალპური ბუნება. კანიონს ადგილობრივები ბრმა ხეობასაც უწოდებენ
ონის მუზეუმი
უწერასთან ახლოს მდებარე ონის მუზეუმი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ რაჭის ისტორიული მხარის უძველეს ისტორიას და ამასთანავე მოინახულოთ უძველესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები.
მრავალძალის ეკლესია
მრავალძალის ეკლესია არა მარტო უწერის, არამედ სრულიად რაჭის, ერთ-ერთი უძველესი კულტურული ძეგლია, რომელიც შუა საუკუნეებშია აშენებული. გამოირჩევა სადა და დახვეწილი ფასადით, უნიკალური ჩუქურთმებითა და ხატწერის ნიმუშებით. ამასთან, ეკლესიიდან ულამაზესი ხედი იშლება, რაჭისა და სვანეთის მთებზე, რომელიც კიდევ უფრო გასაოცარ სანახაობას ქმნის.