კონტენტზე გადასვლა

ვაშლოვანის ნაკრძალი საუცხოო და ეგზოტიკური ადგილია თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნების პეიზაჟებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ნაჯრძალის ტერიტორია უნიკალური ადგილია როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. თუ ლაშქრობა და თავგადასავლები გიყვართ, აქაურობას აუცილებლად უნდა ესტუმროთ და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.

თბილისიდან ვაშლოვანის ეროვნულ პარკამდე მანძილი 180 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას 2 საათი სჭირდება.

მიკროავტობუსები დედოფლისწყაროს მიმართულებით გადიან ორთაჭალის ავტოსადგურიდან (მის.; ორთაჭალა, გულუას ქ.) და მეტრო “ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან. გასვლა დილის 8:30-დან საღამოს 16:30-მდე (ყოველ ერთ საათში)

გაითვალისწინეთ

მარშრუტზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას საზღვრისპირა ტერიტორიაზე – მიჯნისყურე, ტახტი-თეფასა და კაკლის ყურეში გადაადგილებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში (ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. n 5), რისთვისაც თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით სასურველია უხეში ქსოვილის შარვლის, მაღალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა თან იქონიეთ საველე საკვები და წყალი

ვიზიტორთათვის დაშვებულია

✔ მონიშნულ ბილიკზე ცხენით, ფეხით და მანქანით გადაადგილება

✔ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა

✔ საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა

✔ კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

✔ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება

✔ ფოტო და ვიდეო გადაღება

ვიზიტორებს ეკრძალებათ

✖ ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს

✖ შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა

✖ მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება

✖ ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება

✖ ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი

✖ სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება

✖ საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება

✖ შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება

✖ ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა)

ვაშლოვანის ნაკრძალში სტუმრობა წლის ნებიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ მოგზაურთა შთაბეჭდილებებით, შემოდგომა განსაკუთრებით ლამაზია ამ მხარეში.

ვაშლოვანის ნაკრძალის შესახებ

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში, ივრის ზეგანზე, გაშლილია ვაშლოვანის ნაკრძალის თვალწარმტაცი ნახევრადუდაბნო და ტყე. 35 292 ჰა ფართობზე გაშლილი ტერიტორია მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ეკოსისტემების დაცვის მიზნით. ვაშლოვანში ექვსასამდე სახეობის მცენარე გვხვდება. მათ შორის აღსანიშნავია ორქიდეები, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, იორდასალამი, ველური ვაზი და სხვა იშვიათი მცენარეები. საკმაოდ მრავალფეროვანია ვაშლოვნის ფაუნაც. აქ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს. მრავლადაა გარეული ღორი, მგელი, დათვი, ფოცხვერი, გავრცელებული იყო ზოლებიანი აფთარი; ფინველებიდან გვხვდება კაკაბი, გნოლი, მწყერი, გველიჭამია არწივი, ორბი, სვავი, ფასკუნჯი და სხვ. ქვეწარმავლებიდან – გიურზა, ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გრძელფეხა სცინკი და სხვა. ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა “ქართული სავანაც” კი უწოდეს, რადგან მისი ლანდშაფტი საოცრად ჰგავს აფრიკულს. ეს ეფექტი განსაკუთრებით მზის ჩასვლისას მძაფრდება.

ტურები

საინტერესო ფაქტები

  • ვაშლოვანის ნაკრძალი ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში.

  • ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.