strings.skip_to_content

ამბროლაური საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი ქალაქია, რომელიც უნიკალური ბუნებითა და გასაოცარი ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. რაჭის ცენტრის ულამაზესი ფლორა, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები და კულტურა უამრავი ვიზიტორის ყურადღებას იქცევს.

თბილისიდან მანძილი 240 კილომეტრზე მეტია. კერძო მანქანით მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი-ამბროლაურის მიმართულებით დღიურად მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც თბილისის მთავარი ავტოსადგურიდან ინიშნება.

თუ თვითმფრინავს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით პირდაპირი ფრენებით, რომლის განრიგი არასტანდარტულია და იგი აეროპორტების გვერდებზე ქვეყნდება.

ამბროლაურის ბუნების უნიკალურობას მისი მდებარეობა განაპირობებს. რაჭის ულამაზეს მხარეში მდებარე დასახლება ასევე მოიცავს რიონისა და კრიხულის მდინარეების შესართავებს. ქალაქი ზღვის დონიდან არც ისე მაღლა, 550 მეტრზე მდებარეობს. მთა-გორიანი რელიეფი ნაკლებად კლდოვანია და გამოირჩევა სუბალპური ფლორით და შერეული ტყეებით.

ამბროლაურში ჰავა ნოტიო და ზომიერად მშრალია. ზაფხულისა და ზამთრის სეზონები ზომიერი ტემპერატურით გამოირჩევა. ზაფხულში ტემპერატურა საშუალოდ 22 გრადუსს აღწევს, ხოლო ზამთარში 0 გრადუსს. საშუალო წლიური ტემპერატურა კი დაახლოებით 11 ცელსიუსია.

ამბროლაური დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. გეოგრაფიულად ქალაქი, რაჭის შემადგენლობაში შედის და რელიეფურად მთა-გორიან ადგილს წარმოადგენს.

აბროლაური გაშენებულია მდინარეების რიონისა და კრიხულის შესართავთან. ქალაქის უნიკალურობა ისტორიული ძეგლების სიმრავლით აიხსნება. ამბროლაურში მდებარე უძველესი ეკლესიები დახვეწილი არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა.

ამბროლაური ასევე ცნობილია გასაოცარი ბუნებითა და რაჭული ღვინით, რომლის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში ასევე აქტიურად ფუნქციონირებს აგურის წარმოება, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

ამბროლაურში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე საინტერესო და ლამაზია. თუმცა ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და ფერადი მაისი-ოქტომბრის პერიოდშია. ამ დროს ამინდებიც თბილი და მშრალია, რაც ამბროლაურის მონახულებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

რა ვნახოთ ამბროლაურში?

ამბროლაური პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქალაქია. აქ ერთდროულად შეძლებთ გაეცნოთ რაჭის ულამაზეს კულტურას, მოინახულოთ შუა საუკუნეების უნიკალური ტაძრები და ისიამოვნოთ ფერადი ხედებით. ამბროლაურში ბევრი გასაოცარი არქიტექტურული თუ ბუნების ძეგლია.

ისტორიული ძეგლებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიკორწმინდისა და ბარაკონის ეკლესიები. უნიკალური არქიტექტურა, გასაოცარი ჩუქურთმები და ფრესკები ნებისმიერ მნახველში გაოცებას იწვევს. სიმწვანისა თუ შემოდგომის ფერების მოყვარულებს კი ნამდვილად გააოცებთ შაორის წყალსაცავისა და რაჭის ულამაზესი ტყეების სილამაზე. ასევე შეგიძლიათ სიყვარულის ჩანჩქერი მოინახულოთ და ამასთან ულამაზეს სამხატვრო შედევრებს გაეცნოთ ამბროლაურის მუზეუმში. თუ უფრო ექსტრემალური და განსაკუთრებული შეგრძნებები გსურთ რომ გამოსცადოთ, უნდა ეწვიოთ საყინულის მღვიმეს, რაც ამბროლაურს კიდევ უფრო უნიკალურობას სძენს.

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდა ამბროლაურის ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია, რომელიც ბაგრატ III-ის მიერ, XI საუკუნეში აიგო. ნიკორწმინდის ფასადი და ჩუქურთმები მიჩნეულია, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური არქიტექტურული შედევრი. ნიკორწმინდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ბარაკონი

ბარაკონის ტაძარი საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური და გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშია. ტაძარი მდინარე ლეხუნისა და რიონის შესართავებთან მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურითა და გასაოცარი ხატწერის ნიმუშებით.

სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც ამბროლაურის შესასვლელში მდებარეობს. ეს არის 560 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელსაც შუაგულში, გულის ფორმის შესასვლელი ქვაბული ამშვენებს. სწორედ ქვაბულის ფორმიდან გამომდინარეობს ჩაჩქერის სახელი, რომელიც ყოველწლიურად უამრავი ტურისტის გაოცებას იწვევს.

საყინულის მღვიმე

საყინულის მღვიმე უნიკალურ ქვედაცარცულ კირქვულ გამოქვაბულს წარმოადგენს, რომელსაც სახელი მასში არსებული მუდიმვად უცვლელი, 0 გრადიუსიანი ტემპერატურის გამო უწოდეს. მღვიმეში შეხვდებით სხვადასხვა სიმაღლის ყინულის სტალაგმიტებსა და სტალაქტიტებს. მღვიმე გამოირჩევა მასიური ყინულის სვეტებით და ბუნებრივი ჭით.

თხმორის ჩანჩქერი

თხმორის ჩანჩქერი ამბროლაურში მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც შარეულას ხეობაში მდებარეობს. ჩანჩქერი არც ისე მაღალია, თუმცა გამოირჩევა ულამაზესი კლდოვანი საფარითა და მწვანე შეფერილობის აუზით. ლაშქრობისა და ბუნების მოყვარულებს, თხმორის ჩანჩქერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

მინდა ციხე

მინდა ციხე შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც მდინარე ლუხუნის სანაპიროებს შორის, მაღალ კლდოვან გორზეა აშენებული. ისტორიულად, ციხესიმაგრე კახაბერიძეების გვარს ეკუთვნოდა და არქიტექტურულად მოიცავს სამ კოშკსა და გალავანს.

მდინარე კრიხულა

მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს, კრიხულა გამორჩეული ადგილია რაჭაში. მდინარეს განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი ზაფხულობით ჰყავს, რადგან პიკნიკის მოსაწყობად და საცურაოდ, კრიხულა შესანიშნავი არჩევანია. ის რიონის შენაკადია და რაჭის ქედიდან იღებს სათავეს.

მრავალძალის ეკლესია

მრავალძალის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, რომელიც ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის ადგილს წარმოადგენს. ეკლესია XI საუკუნეშია აგებული და ადრე, მასში შაჰაბას I-ის ხმალი და ჯალალ-ედ-დინის მუზარადი ინახებოდა. ტაძარი 1934 წელს გაძარცვეს. არქიტექტურულად, ეკლესიას ამშვენებს მეომართა უნიკალური რელიეფური გამოსახულებები და უძველესი ფრესკები. არქიტექტურასთან ერთად, ტურისტებისთვის გასაოცარ სანახაობასქმნის ხედი რაჭისა და სვანეთის მწვერვალებზე, რომელიც ეკლესიიდან იშლება.

ხშირად დასმული კითხვები

არის ტაქსი ხელმისაწვდომი ამბროლაურში?

ამბროლაურში შეგიძლიათ იმგზავროთ ტაქსის გამოძახების სერვისით “ტაქსუნა.” სერვისი არა მარტო ამბროლაურში, არამედ, ამბროლაური-თბილისის მიმართულებითაცაა ხელმისაწვდომი.

როგორია ფრენების განრიგი ამბროლაურის აეროპორტში?

ამბროლაურის აეოროპორტიდან რეგულარული ფრენები ნატახტარის მიმართულებით ინიშნება. სხვა მიმართულებებზე კი, არარეგულარული გრაფიკი მოქმედებს. ნატახტარის მიმართულებით ფრენები, კვირაში ორჯერ, შუადღის პერიოდში ინიშნება.

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ამბროლაური?

ამბროლაური ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს.