ბათუმის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი აეროპორტია საქართველოში. აეროპორტი მგზავრებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. კომფორტული გარემოთი და მსოფლიოს მასშტაბით ფრენები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, ისარგებლონ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. შეგიძლიათ მისასვლელად გამოიყენოთ კერძო მანქანა ან ტაქსი და ცენტრიდან დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ ამისთვის. ან გამოიყენოთ მუნიციპალური ტრანსპორტი. კერძოდ ბათუმის აეროპორტის მიმართულებით ყოველ 30 წუთში ერთხელ მოძრაობს ავტობუსები ნომერი 10, 10ა, და ნომერი 16.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად ღიაა და ნებისმიერ სეზონზე და დღეს ემსახურება მგზავრებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე ბილეთის საფასური განისაზღვრება ავიახაზის მიხედვით. არის როგორც ბიუჯეტური ხაზები, ასევე შედარებით მაღალი საფასურის მქონე ხაზები. ასევე საფასური იზრდება ტრანზიტული ფრენების დროს. თუმცა არის სეზონები როცა ავიაკომპანიები გარკვეულ ფასდაკლებებს სთავაზობენ მგზავრებს. ფასები იმატებს დღესასწაულებზე ხოლო ნაკლებად დატვირთულ პერიოდებში კი შედარებით მცირეა. ამიტომ ფასების ხშირად შემოწმებით უფრო შესაძლებელია ბიუჯეტურ ფასად შეიძინოთ ავიაბილეთი.
ბათუმის აეროპორტის შესახებ
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წლებია არ კარგავს აქტუალობას და ათიათასობით მგზავრს ემსახურება და სთავაზობს მეზობელი ქვეყნების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენებს. აეროპორტი ალექსანდრე ქართველის სახელობისაა და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და პირობით.
კერძოდ, აეროპორტში განთავსებულია რამდენიმე ტერმინალი, სრულიად უსაფრთხოა ასაფრენი ბილიკი რომლის მდებარეობა ნამდვილად შთამბეჭდავია. მდინარე ჭოროხთან და ულამაზეს შავ ზღვასთან ახლოს მდებარე ასაფრენი ბილიკის ფონზე, თვითმფრინავი ზღვის მხრიდან ასრულებს დაშვებას. ზაფხულობით ულამაზესი დაისების ფონზე უამრავი ადამიანი იკრიბება სანაპიროზე რათა ახლო ხედით დაინახოს და გადაიღოს თუ როგორ გადაუფრენს დაბალ სიმაღლეზე თვითმფრინავი შავ ზღვას, სანაპირო ზოლს და დაეშვება ბილიკზე. ეს სანახაობა საოცარი სილამაზეა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რამდენიმე ცნობილ ავიაკომპანიასთან აქვს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ბათუმის აეროპორტიდან ფრენები ხელმისაწვდომია როგორც ევროპის ასევე აზიის კონკრეტული ქვეყნების მიმართულებით. გასათვალისწინებელია ისიც რომ აეროპორტი მგზავრებს სთავაზობს როგორც სეზონურ ასევე ჩარტერულ რეისებს. ასე რომ რეისების გრაფიკი საკმაოდ ცვალებადია და საჭიროებს მუდმივ გადამოწმებას, იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და პრობლემები.
დღევანდელი მონაცემებით, აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრინდეთ კატოვიცეს, შარჯას, მოსკოვის, თელავივის, სტამბოლის, ოდესას, და აქტაუს მიმართულებით. ამ რეისების ნაწილი სეზონურია. ჩარტერულ რეისს რაც შეეხება, მიმდინარე პერიოდში არის კატოვიცეს და მოსკოვის მიმართულებით ფრენები, რომელზეც საკმაოდ მაღალია მოთხოვნა.
რა მიმართულებით სრულდება რეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან?
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრინდეთ თურქეთის ქალაქების მიმართულებით. ასევე აქტუალური და მოთხოვნადია ფრენები კატოვიცეს მიმართულებით. ბოლო პერიოდში დაემატა პირდაპირი ფრენა მოსკოვის მიმართულებით. ასევე სრულდება აზიის მიმართულებით და შიდა ფრენა თბილისის მიმართულებით.
რესტორნები
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე სტენდი და კვების ობიექტი დაგხვდებათ. ასე რომ თუ თქვენს ფრენამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე მიხვედით აეროპორტში, შეძლებთ დროის მარტივად და სასიამოვნოდ გაყვანას. აეროპორტში გახსნილია კაფე კანტინი სადაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუ დაგხვდებათ ცხელ და ცივ სასმელებთან ერთად. და თუ ქართული ტკბილეული გიყვართ, ბადაგის სტენდს შეგიძლიათ ესტუმროთ და გზად ჩურჩხელაც გაიყოლოთ.
საინტერესო ფაქტები
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენებთან ერთად სრულდება ადგილობრივი ფრენა თბილისის მიმართულებით, შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა. ამ წელს აეროპორტი 600 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურა.
ჩვენი რჩევები
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დროულად მისვლა ჩვენი მთავარი რჩევაა. უმჯობესია ფრენამდე 3-4 საათით ადრე მაინც გამოცხადდეთ, რათა საჭირო პროცედურების გავლა მარტივად და დროულად შეძლოთ. დროის გასაყვანად კი შეგიძლიათ აეროპორტის კვების დაწესებულებებს ესტუმროთ, სადაც სასიამოვნო გარემო და გემრიელი მენიუ დაგხვდებათ.