კონტენტზე გადასვლა

სასტუმროები ზესტაფონში

4 სასტუმრო ზესტაფონში დასარჩენად

  1. სასტუმრო ეთნო საზანო - Ethno Sazano Hotel
    სასტუმრო ზედა საზანო
    სასტუმრო Sazano Wine Cellar & Hotel ულამაზეს სოფელ საზანოში მდებარეობს მდინარე ძუსას ნაპირზე. თუ გსურთ შეიგრძნოთ ნამდვილი იმერული სოფლის ატმოსფერო, ღვინისა და კერძების ხიბლი და ავთენტური გემო, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ადგილს. სასტუმრო Sazano Wine Cellar & Hotel ორას წლიანი ისტორიის სახლში მოაწყეს აქაურმა მასპინძლებმა. ინტერიერში შენარჩუნებულია ადგილობრივი არქიტექტურისა და დიზაინისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ხის მასალის მაგიდები, საწოლები და კედლის ორნამენტები, ფერადი ხალიჩები და ბუხრის იმიტაცია. რაც მთავარია, ადგილზე დააგემოვნებთ ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს, რომელიც რეგიონისთვისაა დამახასიათებელი: კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში და ალადასტური. ვიზიტორებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ, რომელსაც განსაკუთებით უხდება აქაური ღვინო.
    199 მიმოხილვა 9.4
    ფასი ₾267
    დაჯავშნა
  2. სასტუმრო ზედაფონი - Guesthouse Zedafoni
    საოჯახო სასტუმრო 42, პუშკინის ქ.
    Guesthouse Zedafoni ქალაქში, პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს. გესთჰაუსი სუფთა, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. რაც მთავარია, აქ ნამდვილი იმერული სტუმართმოყვარეობის გამოცდა შეგიძლიათ. გესთჰაუსს მოვლილი ეზო აქვს სხვადასხვა ხეხილით. თბილ, მზიან ამინდში მასპინძელი ეზოში გაგიმასპინძლდებათ ადგილობრივი ღვინით, ჭაჭითა და კერძებით. გესთჰაუსის პირველ სართულზე მოწყობილია მარანი, სადაც ქვევრის ტანინიანი ღვინოების დაგემოვნება შეგიძლიათ. Guesthouse Zedafoni მყუდრო და ოჯახურ ატმოსფეროს სთავაზობს მის სტუმრებს. დილით ტრადიციულ იმერულ საუზმეს შეექცევით სუფთა ჰაერზე, საღამოს კი ბუხართან მოკალათდებით და ცხელი ჩაით ან ყავით გაგიმასპინძლდებიან. ოთახებში დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, სუფთა პირსახოცები, ჰიგიენური საშუალებები, თმის საშრობი, უთო და ა.შ. მოკლედ, Guesthouse Zedafoni ის ადგილია, სადაც თავს ნამდვილად შინაურულად იგრძნობთ.
    190 მიმოხილვა 9.2
    ფასი ₾110
    დაჯავშნა
  3. ზემარანი - Zemarani Winery
    საოჯახო სასტუმრო ქვედა საქარა
    გესთჰაუსი Zemarani Winery ზესტაფონის მახლობლად, სოფელ ქვედა საქარაში მდებარეობს. ბუნებასთან ახლოს, გამწვანებული ეზოთი და ალაგ-ალაგ ხეებით სასიამოვნოდ დაჩრდილული ეზო მშვიდი და წყნარი დასვენებისთვის იდეალური ადგილია. გესთჰაუსის ოთახები მინიმალისტური, მაგრამ კომფორტული და სუფთაა. ინტერიერში აქაც შენარჩუნებულია მხარისთვის დამახასიათებელი დიზაინი, ხის იატაკი ფერადი ნაქსოვი ხალიჩებით, ხის საწოლები, ვინტაჟური სანათები და ბუხარი. მასპინძლები ტრადიციულ იმერულ სუფრაზე მიგიწვევენ და აქაური კულინარიის საუკეთესო კერძებით გაგიმასპინძლდებიან: წიწილა მაყვალში, იმერული ყველიი და ხაჭაპური, ფხალეულობის მრავალფეროვნება და სხვა. ზაფხულში შეგიძლიათ მოიმარჯვოთ თქვენი საყვარელი წიგნი და ეზოში მდგარ ხეებს შორის დაკიდებულ ჰამაკში მოთავსდეთ სასიამოვნო ჩრდილქვეშ.
    7 მიმოხილვა 9
    ფასი ₾102
    დაჯავშნა
  4. სასტუმრო ინ ჯორჯია - hotel in georgia
    სასტუმრო 1, თამარ მეფის ქუჩა
    სასტუმრო Hotel In Georgia შესაფერისია თუკი ბიუჯეტურ ღამის გასათევს ეძებთ ქალაქის ცენტრთან ახლოს. სასტუმრო თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმროს პატარა გამწვანებული ეზო აქვს, ოთახები ერთმანეთისგან იზოლირებულია, თითოეულ ოთახს საკუთარი სააბაზანო აქვს. ნომრებში დაგხვდებათ სუფთა პირსახოცები და თეთრეული, ყავისა და ჩაის აღჭურვილობა, კონდიციონერი, სასადილო მაგიდა, ტელევიზორი და მცირე ზომის კომოდი. სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის მომსახურებითაც. ამისთვის ოთახის ღირებულებისთვის თანხის დამატება მოგიწევთ. თუკი მეორე დილით გზის გაგრძელებას მანქანით აპირებთ და საუზმის დრო არ გაქვთ, ნუ იდარდებთ. ზესტაფონის გასასვლელში მრავლადაა გზისპირა კაფეები, სადაც გემრიელი ყავითა და ცნობილი იმერული ხაჭაპურით გაგიმასპინძლდებიან, რომელიც შეგიძლიათ თან გაიყოლოთ.
    64 მიმოხილვა 7.8
    ფასი ₾55
    დაჯავშნა

ზესტაფონში დასვენება

ზესტაფონი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გზაგასაყარზე მდებარეობს. ეს პატარა ქალაქი და მის გარშემო იმერეთის ულამაზესი სოფლები ერთ-ორ დღიანი თავგადასავლებისთვის უნიკალური და სანახაობრივი დანიშნულების ადგილია.

ზესტაფონში სასტუმროების არც ისე მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა მაინც მოიძებნება ადგილები, სადაც ღამის კომფორტული გასათევის პოვნა შეიძლება.

სასტუმრო ოთახი - Hotel room.

გააქირავეთ თქვენი ბინა

  • ყველაზე პოპულარული ადგილობრივი პლატფორმა: ყოველთვიურად 10,000-დან 30,000-მდე საქართველოდან სტუმარი ეძებს საუკეთესო ქართულ სასტუმროებს და ბინებს.
  • პერსონალური მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი შექმნის მიმზიდველ განცხადებას.
  • უკომისიო, მეტი შემოსავალი: ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადით, დამატებითი საკომისიოს გარეშე, მეტ შემოსავალს მიიღებთ.

რა ვნახოთ ზესტაფონში?

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია, მათ შორის ციხეები, ეკლესია-მონასტრები და ხიდები. ქალაქში მდებარეობს საქარის საცდელი სადგურის ღვინის საცავი, სადაც უნიკალური ჯიშის ღვინოებია დაცული. ზესტაფონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია უძველესი ხანის აქრეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი და ა.შ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ზესტაფონში?

ზესტაფონში სასტუმროების ფასები 80-დან 180 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ზესტაფონში?

Sazano Wine Cellar & Hotel და Guesthouse Zedafoni

რომელი სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს?

Guesthouse Zedafoni და Hotel in Georgia

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Sazano Wine Cellar & Hotel.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან Sazano Wine Cellar & Hotel, Guesthouse Zedafoni და Zemarani Winery-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Sazano Wine Cellar & Hotel

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

Sazano Wine Cellar & Hotel და Guesthouse Zedafoni

რომელ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა განხილული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.